• რეკლამა
  • კონტაქტი
07:03, ხუთშაბათი, 2 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გლდანში მოკლულმა კაცმა ევროპულ სასამართლოში მოიგო საქმე 2017 წელს – რა თანხა დაეკისრა საქართველოს? – “ალიამ” დეტალები გაარკვია

ალია ავტორი - ალია
16:17 10-23-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

ავჭალაში, საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილული ვალერიან ნემსიწვერიძე წარსულში, ერთ-ერთი გახმაურებული დანაშაულის ფიგურანტია.

ის 2004 წლის 13 მაისს პარლამენტის დეპუტატის, კახა გიუშვილის მიმართ შეიარაღებული თავდასხმის საქმეში იყო ბრალდებული.

როგორც “ალიამ” დაადგინა, მასთან ერთად საქმეში ფიგურირებდა დავით მინდაძე, რომელსაც თბილისის საოლქო სასამართლომ დავით მინდაძე დამნაშავედ ცნო დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ჩადენის მცდელობაში და იარაღის უკანონო ფლობის გამო, ვალერიან ნემსიწვერიძეს კი ბრალად ედებოდა მკვლელობის დაგეგმვა, მინდაძის დაქირავება, მისი ცეცხლსასროლი იარაღით უზრუნველყოფა.

2007 წელს მინდაძეს სასამართლომ 21 წლით, ვალერიან ნემსიწვერიძეს კი 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

2017 წელს კი გამოქვეყნდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, დადგინდა, 2004 წელს პოლიციის მიერ პირველი მომჩივნის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობა; ხოლო, 2005 წლის 13 იანვრიდან 2005 წლის 7 ივნისამდე ორივე მომჩივნის წინასწარი პატიმრობის არაკანონიერება – 2004 წლის 10 ნოემბრისა და 2005 წლის 7 ივნისის პატიმრობის დადგენილებებში საკმარისი საფუძვლების არარსებობის გამო, დაირღვა კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი; ადგენს, რომ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი მომჩივნების მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების არასამართლიანობის შედეგად!

“ალია” გთავაზობთ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას:

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით:

მოპასუხე სახელმწიფო (საქართველო) ვალდებულია, კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან სამი თვის განმავლობაში, გადაუხადოს მომჩივნებს შემდეგი თანხები, მოპასუხე სახელმწიფოს ვალუტაში, ანგარიშსწორების დღეს არსებული კურსის გათვალისწინებით:

28,000 (ოცდარვა ათასი) ევრო და 16,000 (თექვსმეტი ათასი) ევრო მორალური ზიანისათვის, შესაბამისად პირველ და მეორე მომჩივანს, რაც გათავისუფლებული იქნება ნებისმიერი გადასახადისაგან, რომელიც შესაძლოა დაეკისროს მომჩივნებს;

(4,800 (ოთხი ათას რვაასი) ევრო მომჩივნებს ერთობლივად, ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურების სახით, რაც გათავისუფლებული იქნება ყველა გადასახადისაგან, რომელიც შესაძლოა დაეკისროს მომჩივნებს;

ზემოთ აღნიშნული სამთვიანი ვადის ამოწურვიდან გადახდის განხორციელებამდე, გადასახდელ თანხას დაერიცხოს გადაუხდელობის პერიოდში არსებული ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის თანაბარი ჩვეულებრივი საპროცენტო განაკვეთი, რასაც დაემატება 3 პროცენტი.

“ალიამ” ასევე გაარკვია ისიც, რომ ვალერიანი არის ცნობიი ექიმის, ჰამლეტ ნემსიწვერაძის ვაჟი და იგი ბოლო რამდენიმე წელი იმყოფებოდა უცხოეთში.

თეგები: კრიმინალი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved