• რეკლამა
  • კონტაქტი
03:26, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გლდანში დიდი რაოდენობით სამედიცინო ნარჩენების გადაყრის ფაქტზე ერთი პირი 5 000 ლარით დაჯარიმდა

ალია ავტორი - ალია
17:24 09-17-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,908

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ, კრიმინალური პოლიციის დახმარებით, გლდანში, თბილისის შემოვლით გზაზე დიდი რაოდენობით სამედიცინო ნარჩენების გადაყრის ფაქტი გამოავლინა და შესაბამისი რეაგირება მოახდინა.

მოკვლევის შედეგად, დადგინდა, რომ აღნიშნულ ლოკაციაზე, შპს „ეკომედის“ მანქანით, სამედიცინო ნარჩენები სისტემატურად იყრება.

თბილისის მუნიციპალური ინსპექცია კომპანიის დირექტორს დაუკავშირდა. მან კომპანიის ბრალეულობა უარყო და პასუხისმგებლობა მძღოლს, ვ.ს.-ს დააკისრა. ვ.ს.-მ აღიარა კანონდარღვევა. კანონის თანახმად, ის დაჯარიმდა ნარჩენების მართვის კოდექსის 36-ე მუხლის მეორე ნაწილით (5000 ლარის ოდენობით).

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ აღნიშნულზე ინფორმაცია გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამის სამსახურსაც მიაწოდა. საქმე შემდგომი მოკვლევისთვის გადაეცა გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტს, რათა შესაძლებელი გახდეს კომპანიის უფლებამოსილების მოძიება სახიფათო და სამედიცინო ნარჩენების გადაზიდვაზე, ასევე, საჭიროებისამებრ, მისი განადგურების ლიცენზიისა.

გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტმა უნდა დაადგინოს, რამდენად აკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტებს საწარმო, სადაც უტილიზაცია უნდა განხორციელდეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved