პარტია “დროას” დამფუძნებელი და გაერთიანებული ოპოზიციის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ამბობს, რომ გუშინ ევროკავშირის საელჩოს შენობასთან ე.წ. გლდანის “ვოლკები” იყვნენ მობილიზებული.
ხოშტარიამ ბრიფინგზე ორგანიზებულ თავდასხმასა და იმ დაჯგუფებებზე ისაუბრა, რომლებიც საათების განმავლობაში ევროკავშირის ოფისთან მდგომარეობის ესკალაციას უწყობდნენ ხელს.
”აქ იყვნენ გლდანის “ვოლკები” ვციტირებ იმ კონკრეტულ დაჯგუფებას, როგორც თავად “ქართული ოცნება” ეძახის, ესე ჩემთვის ძალიან შეურაცხმყოფელია ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს ასე ვუწოდოთ და ზოგადად ასე ვიყენებდეთ დაპირისპირებაში. აქ იყვნენ საბურთალოს დაჯგუფება და ნაძალადევის დაჯგუფება. მათ დააორგანიზეს სწრაფად ევროკავშირთან თავდასხმა და საათების განმავლობაში შეუძლებელი იყო შენობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მიუხედავად ელჩის მხრიდან “ქართულ ოცნებასთან” კომუნიკაციისა”,- ამბობს ელენე ხოშტარია.
ელენე ხოშტარია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 2 ოქტომბრის რეფერენდუმით გაფორმდება “ქართული ოცნების” წასვლა და ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ დააფიქსირებს პროდასავლურ არჩევანს.
კომენტარები