გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან პოლიტიკოს გოგი წულაიას მხარდამჭერები აქციას მართავენ.
„ჩვენ ჩამოვედით ქუთაისიდან. გვჯერა მისი სიმართლისა და უდანაშაულობის. სოლიდარობას ვუცხადებთ გოგი წულაიას“, – აღნიშნა აქციის მონაწილემ ლევან ჟღენტმა.
გოგი წულაიას ადვოკატის ვალერი გელბახიანის განცხადებით, ბრალდებული უკვე მე-9 დღე შიმშილობს, ასევე არ იღებს მედიკამენტებს, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ინფორმაციისთვის, პოლიტიკოსი გოგი წულაია, ნაქირავებ ბინაში, ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
საქმეზე გამოძიება სექსუალური ძალადობის მსგავსი ქმედების მუხლით მიმდინარეობს, რაც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები