„გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს და იმედია, მედიასაშუალებებიდან შეიტყობს ან გადასცემენ, რომ დაბარებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით“, — განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პროპაგანდისტული „იმედის“ კითხვის საპასუხოდ.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე ისტორიკოსი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გუბაზ სანიკიძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი და „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ წარმომადგენელი გიორგი კანდელაკი დაიბარეს.














კომენტარები