• რეკლამა
  • კონტაქტი
10:48, ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

გივი ქიტიაშვილი: „არსად ისეთი ადრენალინი არ გამოიყოფა, როგორც გულის ოპერაციებზე“

ალია ავტორი - ალია
18:39 07-31-2021
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
228

წარმატებული რეანიმატოლოგ–ანესთეზიოლოგი, ბატონი გივი ქიტიაშვილი ერთდროულად რამდენიმე კლინიკასთან თანამშრომლობს და ყოველდღიურად იბრძვის ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. ძირითადად კარდიოქირურგიაში მუშაობს და ხშირად ხვდება რთულ სიტუაციებს, სადაც თითოეული წუთი ძვირფასია, მაგრამ ეს მისი ყოველდღიურობაა, რაც კიდევ უფრო მეტ სტიმულს აძლევს.

გივი ქიტიაშვილი:

– ამჟამად ძირითადად კარდიოქირურგიულ სფეროში ვმუშაობ, რეზიდენტურის დამთავრების შემდეგ აღმოვჩნდი „ღია გულში“, სადაც დამიტოვეს და სწორედ იქ, ბატონ გია გრიგოლიასთან ჩამოვყალიბდი როგორც პროფესიონალი. ჩემი ლოკალური ხელმძღვანელები იყვნენ არაჩვეულებრივი ადამიანები – ბატონი ნოდარ ლებანიძე სრული პროფესორი და დარგის პროგრამ დირექტორი და ქალბატონი დარეჯან ონიაძე. გამიმართლა, რომ კარგი ადამიანების და საკუთარი საქმის პროფესიონალების გარემოცვაში მოვხვდი. მათ შორის იყო განთქმული ნეიროქირურგი, ბატონი საშა ოთარაშვილი, რომელმაც ბევრი სიახლე შემოიტანა და დანერგა საქართველოში, დღეს ის ცოცხალი აღარ არის, მაგრამ მისი სკოლა აქტიურად მუშაობს.

– ანესთეზია–რეანიმატოლოგია მედიცინის ერთ–ერთი ყველაზე რთული მიმართულებაა, რატომ გააკეთეთ ეს არჩევანი?

– დაახლოებით მესამე კურსიდან გადავწყვიტე კარდიოანესთეზიოლოგობა, იმ პერიოდში რთული იყო საქართველოში რამის მიღწევა, ამიტომ რუსეთში ვაპირებდი წასვლას, ბოლოს მაინც აქ ჩავაბარე და გამიმართლა, „ღია გულში“ ჩამოდიოდნენ უცხოელი სპეციალისტები და ნერგავდნენ იგივე დონის მედიცინას, რაც ქონდათ ევროპის წამყვან ქვეყნებში. ასე განვითარდა კარდიოქირურგიული სერვისი საქართევლოში. მეც საბოლოოდ, აქ ჩამოვყალიბდი, ამ სპეციალობაში, თუმცა პარალელურად, მიწევდა საზღვარგარეთ წასვლა, დავდიოდი შვეიცარიაში, სადაც ადგილზე ვიმაღლებდი კვალიფიკაციას.

– რა არ უნდა დაუმალოს პაციენტმა ანესთეზიოლოგს იმისთვის, რომ არ მოხდეს გართულება?

– პაციენტები შეგნებულად მალავენ არსებულ პრობლემებს ან უბრალოდ მიიჩნევენ, რომ ეს პრობლემები არ არის მნიშვნელოვანი. ხშირად არ ამხელენ, რომ მოიხმარენ ნარკოტიკს, ეწევიან, იღებენ ალკოჰოლის და ა.შ. რა თქმა უნდა, შესაძლებელია გართულებები, მაგრამ, კარდიოქირურგიაში ჩვენ ნებისმიერი გართულებისთვის მზად ვართ. როდესაც პაციენტს გულზე სჭირდება სასწრაფო ოპერაცია, ექიმი ყველაფრისთვის მზადაა.

თითოეული მანიპულაცია, რაც პაციენტს დაძინებამდე უტარდება, იძლევა იმის საშუალებას, რომ ბოლომდე მართო პაციენტი, მე ვცდილობ ეს კომფორტი მაქსიმალურად შევუქმნა, როგორც პაციენტს, ისე ქირურგს.

– რა განსხვავებაა მომუშავე და გაჩერებულ გულზე მუშაობას შორის?

– მომუშავე გულზე მიმდინარე ოპერაციის დროს, ფიზიოლოგია არ ირღვევა, ვინარჩუნებთ სასიცოცხლო მაჩვენებლებს, ყველანაირი ორგანოების დაცვას და ორგანიზმზე ხდება ნაკლები აგრესია. სისხლის ხელოვნური მიმოქცევით ოპერაციები როდესაც კეთდება, გული უნდა გაჩერდეს, როდესაც ღრუშია სამუშაო, ამას მომუშავე გულზე ვერ იზამ, გაჩერებულ გულზე უფრო მეტი დაცვაა საჭირო და რა თქმა უნდა, სამართავად უფრო რთულია, თუმცა ორივე ტიპის ოპერაციებს ერთნაირი წარმატებით ვუძღვებით.

– კარდიოქირურგიაში უფრო უკეთ იმართება პაციენტი?

– არსებობს სტანდარტი, რითაც მუშაობენ სხვა ანესთეზიოლოგები და თუ არ აქვს ანესთეზიოლოგს ეს სტანდარტი, იკრძალება მუშაობა, როგორიცაა მასპექტრომეტრია, სატურაცია, კარდიოგრამა, წნევის გაზომვა და ა.შ, კარდიოქირურია გამოირჩევა იმით, რომ გაქვს ინვაზიური წნევა, რამდენიმე განხრიანი კარდიოგრამა, გულის ექოსკოპია და ა.შ. შესაბამისად, მეტად მართვადია. ყველაფერი ინდივიდუალურადაა გათვლილი, თითოეული მედიკამენტი ითვლება კილოგრამ წონაზე, პლუს პარამეტრებს აპარატურით ვაკონტროლებთ.

– არის ანესთეზიის ტიპი, რომელიც შემდგომში იწვევს გართულებებს, ამბობენ, რომ დაეწყოთ ნევროზი, მეხსიერების დაქვეითება და ა.შ

– ასეთი რამეები ანესთეზიას არ ახასიათებს, დიახ, რაღაც დოზით საანესთეზიო საშუალებებით ღებულობს ორგანიზმი ინტოქსიკაციას, მაგრამ წამალი იშლება და გამოდის, დაახლოებით 48 საათის შემდეგ აღარანაირი მედიკამენტი აღარ არის ორგანიზმში, თანამედროვე მედიკამენტები იძლევა იმის საშუალებას, რომ გავთვალოთ, რა სიზუსტით უნდა ვიხმაროთ ისინი, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს ორგანიზმიდან მათი გამოყოფა. 

– ხშირად აქვთ პაციენტებს შიში, რომ შესაძლოა, ვეღარ გაიღვიძონ, ასეთი კითხვებს თუ გისვამენ ოპერაციის წინ?

– მაქსიმალურ ინფორმაციას ვაწვდით პაციენტს და თუ დამატებით რამე კითხვები აქვთ, ყველაფერზე საპასუხოდ მზად ვართ. იმდენად დეტალურად ვუხსნით ყველაფერს, რომ კითხვები პრაქტიკულად, აღარ რჩებათ. ხშირად აწუხებთ ეს ფიქრები, რომ შესაძლოა ვეღარ გაიღვიძონ, ვცდილობ დაძინების წინ მათი ყურადღება საერთოდ სხვა, უფრო პოზიტიურ თემაზე გადავიტანო.

– რა ხდება საოპერაციოში შესვლიდან გამოღვიძებამდე?

– შევდივართ საოპერაციოში, წვებით მაგიდაზე, მიიღებთ კომფორტულ მდგომარეობას, დაგაკრავთ კარდიოგრამას, დაგიყენებთ წვეთოვანს, გაგიზომავთ წნევას და სანამ თქვენი წნევა გაიზომება, თქვენ უკვე დაგეძინებათ. პაციენტების 50 პროცენტს არ ახსოვს დაძინების და გაღვიძების პროცესი, დანარჩენს 50-ს  ბუნდოვნად ახსოვს, როგორ შევიდნენ საოპერაციოში და როგორ გამოიღვიძეს.

– ფორსმაჟორი თუ გქონიათ?

– რა თქმა უნდა, მაგრამ სულ ვაკონტროლებ სიტუაციას, პანიკა არ შეიძლება, ამ დროს ყველა იბნევა. მაგ; არის შემთხვევები როდესაც რეკავს კარდიოლოგი და ამბობს, რომ პაციენტს აქვს ტკივილი, ცუდადაა, წნევა ეწევა და ითხოვს შველას, ასეთ ავადმყოფს ნებისმიერ წამს შეიძლება გაუჩერდეს გული, ამ ყველაფრისთვის ჩვენ სულ მზად ვართ. გუნდურად, შეთანხმებულად ვმოქმედებთ.

– პირად საუბარში თქვით, რომ კარდიოქირურგიაში მუშაობა ერთგვარი ადრენალინია თქვენთვის…

– ყოფილა შემთხვევა, როდესაც დღის განმავლობაში მხოლოდ ერთი ოპერაცია მქონია, ამ დროს სხვა დარგში ანესთეზიოლოგის დეფიციტია და მიწევს ხოლმე ხანდახან სხვა ოპერაციაზე შესვლა, რა დროსაც ცოტა დისკომფორტს ვგრძნობ. არსად ისეთი ადრენალინი არ გამოიყოფა, როგორც გულის ოპერაციებზე.

მეუღლესთან ერთად

– თქვენი ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი მიუძღვენით პროფესიას, ოჯახისთვის რა დრო გრჩებათ, გაგვაცანით მეუღლე და შვილები.

– მეუღლე და ორი შვილი მყავს – ქალ-ვაჟი. ყოფილა შემთხვევები, როცა კვირა ისე გასულა, ბავშვები გაღვიძებულ მდგომარეობაში არ მინახავს. მაქსიმალურად ვცდილობ, თავისუფალი დრო ოჯახთან ერთად გავატარო.

ნინო მახარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved