• რეკლამა
  • კონტაქტი
06:52, სამშაბათი, 10 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გივი მიქანაძე აღიარებს, რომ ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში დოქტორის ხარისხი დაცული არ აქვს

ალია ავტორი - ალია
12:19 07-17-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
572

განათლების მინისტრი, გივი მიქანაძე აღიარებს, რომ მას ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში დოქტორის ხარისხი დაცული “არ აქვს”.

მინისტრმა დღეს თქვა, რომ არა დოქტორის ხარისხი დაცული არ აქვს და მხოლოდ დოქტორანტი კანდიდატია.

ამის მიუხედავად, მიქანაძე დღეს ჟურნალისტებთან ირწმუნებოდა, რომ განათლების მინისტრად წარდგენისას, ირაკლი კობახიძეს მისი განათლების შესახებ ტყუილი არ უთქვამს.

„ძალიან სასაცილოები ხართ, მართლა ძალიან სასაცილოები ხართ, იმდენად უსუსურები ხართ. რა დიპლომზეა საუბარი? დოქტორანტი კანდიდატი… ეს თქვენ შეგიძლიათ ჩემს ნებისმიერ CV-ში ამოიკითხოთ. ძალიან სასაცილოები ხართ. როგორი უსუსურები ხართ იცით? ირაკლი კობახიძეს არაფერი არ მოუტყუებია. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის დოქტორანტიაო. იცით როგორი უსუსურები ხართ? მართლა სასაცილოები ხართ!“, – განაცხადა მიქანაძემ.

ჟურნალისტებმა დღეს მიქანაძეს ასევე ჰკითხეს, აპირებს თუ არა ის სწავლის გაგრძელებას ამსტერდამის უნივერსიტეტში, რაზეც მინისტრმა ასეთი პასუხი გასცა: “როგორც ფიქრობთ, მცალია?”

„ვაპირებ თუ არა სწავლის გაგრძელებას? როგორ ფიქრობთ მცალია? ძალიან დაკავებული ვარ. თქვენნაირი მოცლილი ასეთ უაზრობაზე… ძალიან უხერხულია… თქვენ ვერ მაჩვენებთ ვერცერთ ჩემს ბიოგრაფიულ რეზიუმეს, სადაც წერია, რომ მე მაქვს ხარისხი დაცული. ირაკლი კობახიძეს არ მოუტყუებია. იქ წერია კანდიდატი, და კანდიდატი შეიძლება აღქმული იყოს, როგორც, ასე ვთქვათ, დაცული. ეს არის ძალიან ტექნიკური საკითხი. თქვენ თუ ჩემს განათლებაში შეგაქვთ ეჭვი, ეს თქვენი საკითხია. იმაზე რატომ არ მეკითხებით ესექსის უნივერსიტეტში რომ მაქვს დაცული სამაგისტრო ხარისხი? საერთოდ არაფერზე ქმნით რაღაცას. საკუთარ თავს ჰკითხეთ, რაზე გიწევთ თქვენი პატარა აუდიტორიის კვება?!“- განაცხადა მიქანაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

სილქნეტი აგრძელებს საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის ეტაპების მხარდაჭერას
ახალი ამბები

სილქნეტი აგრძელებს საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის ეტაპების მხარდაჭერას

15:41 02-09-2026
თიბისის მენეჯმენტში სიახლეებია
ახალი ამბები

თიბისის მენეჯმენტში სიახლეებია

14:34 02-09-2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები “რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ახალი ამბები

12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები “რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია

14:23 02-09-2026
26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა
ახალი ამბები

26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა

13:06 02-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved