“გირჩს, როგორც იდეას არაფერი დაემართება და უბრალოდ შეიძლება სხვადასხვა სახელები დაერქვას,” – ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთი ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.
როგორც მეგრელიშვილი აცხადებს, მას არ სჯერა რომ ზურაბ ჯაფარიძე რაღაცას ითხოვდა. მისივე თქმით, პარტიაში შიდა პრობლემებია და იმედოვნებს, რომ არსებულ პრობლემას მოაგვარებენ.
“გირჩი არის საერთო იდეით გაერთიანებული ადამიანების კრებული, რომელიც ხან ეკლესიაში გამოიხატება, ხან პარტიაში გამოიხატება, ვიდრე ეს იდეა არსებობს, “გირჩს” არაფერი არ დაემართება და შესაბამისად ვიდრე ის ადამიანები არსებობენ ვინც ამ იდეას ატარებს არაფერი არ დაემართება, შეიძლება სხვადასხვა სახელები დაერქვას. ჩვენ გაურკვევლობა გვაქვს პარტიაში და გვჭირდება გარკვეული დრო იმისათვის, რომ ერთმანეთში დავილაპარაკოთ, დავლაგდეთ. იმედი მაქვს რომ ჩვენ შიდა პრობლემას ჩვენ მოვაგვარებთ. მე რომ თქვენ გითხრათ რომ ზურა ჯაფარიძე რაღაცას ითხოვდა, მაშინ თქვენ მიუდგებით რომ ის მართლა ითხოვდა, მე არ მჯერა რომ ზურა ჯაფარიძე მე მთხოვდა მარიხუანისთვის თავის დანებებას,” – აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი.
შეგახსენებთ, დღეს, ზურაბ ჯაფარიძეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის ყოფილ თანაპარტიელებს „გირჩის“ რესურსების გადანაწილებას და გაყოფას სთავაზობს.
კომენტარები