• რეკლამა
  • კონტაქტი
05:53, ორშაბათი, 26 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გირჩი-მეტი თავისუფლება: იქნებ იმიტომ, რომ საპატრიარქომ აქცია ეკლესია ძალადობის მქადაგებლად?

ალია ავტორი - ალია
13:27 11-27-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
162

გირჩი – მეტი თავისუფლება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს მიმართავს – მათი თქმით, მხოლოდ მონდომება არ არის საკმარისი იმისათვის რომ ხაშურის მონასტერში მომხდარი ძალადობის ფაქტი მასმედიის “ანტიეკლესიურ კამპანიას” დააბრალო და ამისთვის პირველ, რიგში საჭიროა, საერთოდ არ გქონდეს სინდისი.

“იქნებ ეს ტრაგედია იმის ბრალია, რომ მედიამ კი არა, თქვენ, საპატრიარქომ, მოახდინეთ ქრისტიანობის სრული პროფანაცია და ქრისტეს ეკლესია აქციეთ ძალადობის მთავარ მქადაგებელ, “გამპრავებელ” და დამორგანიზებელ ინსტიტუტად? იქნებ იმის ბრალია, რომ თქვენ მოაწყვეთ 2013 წლის 17 მაისი, როცა გავეშებული ხროვა არამარტო გამოიყვანეთ რუსთაველზე უდანაშაულო ახალგაზრდების დასარბევად, არამედ საკუთარი ტაბურეტკებით შეურთდით მათ ამ “წმინდა ბრძოლაში”?

იქნებ იმის ბრალია, რომ ასევე თქვენი ლოცვა-კურთხევით მოეწყო 2021 წლის 5 ივლისი, როცა ადამიანის სახე დაკარგული ბრბო ცემით კლავდა მედიის წარმომადგენლებს იგივე რუსთაველზე, და ამ სისხლიანი დღის უკვდავსაყოფად ტრუბა-კვადრატის ჯვარიც დაარჭეთ პარლამენტის შენობის წინ? იქნებ იმის ბრალია, რომ თქვენი სასულიერო პირების გონებაშეზღუდული ნაწილი, რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენენ ეკლესიის შიგნით, ქრისტესმიერი სიყვარულის ნაცვლად ამბიონიდან დღემდე ქადაგებს უთანასწორობას, უსამართლობას და სიბნელეს?

იქნებ იმის ბრალია, რომ მოძალადე კრიმინალების მიერ აშენებულ ეკლესიებში ქადაგებთ? მათი ნაჩუქარი ჯიპებით მოძრაობთ? მათთან ერთად ქეიფობთ და მათთან ნაცნობობით ამაყობთ? იქნებ იმის ბრალია, რომ თქვენშიც, ე.წ მაღალი იერარქების მნიშვნელოვანი ნაწილი თავადაც ყოფილი მოძალადე კრიმინალია? იქნებ იმის ბრალია, რომ ახლაც ანაფორაში გახვეული მოძალადეებითაა სავსე საპატრიარქო? მათ შორის ქალებზე და ბავშვებზე მოძალადეებით? დაგავიწყდათ ნინოწმინდის პანსიონატი? არ წაგიკითხავთ სუს-ს კრებსები?

იქნებ იმის ბრალია, რომ სახარების ქადაგების ნაცვლად ამბიონიდან “კაჩაობთ”? იქნებ იმის ბრალია, რომ თქვენ, თითქმის ყველას ვინც ანაფორებს ხართ ამოფარებული, ქალი მართლა მეორეხარისხოვანი არსება გგონიათ, რომელიც უნდა გემსახუროთ მთელი ცხოვრება, მაგრამ არ გააჩნდეს საკუთარი ცხოვრება? იქნებ იმის ბრალია, რომ მოუნათლავი ბავშვები ჯოჯოხეთში გაუშვით? იქნებ იმის ბრალია რომ სუროგაციით დაბადებული ბავშვები დაწყევლეთ?

იქნებ იმის ბრალია, რომ ვერ ელევით 100 ათასიან მანქანებს, ფულს, ქონებას, ოქროს ჯაჭვებს ყელზე და 5 ათას ლარიან მობილურებს ჯიბეში, როცა გარშემო ადამიანები თეთრებს ითვლიან ჩაის საყიდლად? იქნებ იმის ბრალია, რომ გმობთ დასავლეთს, ძალადობისგან ყველაზე თავისუფალ სივრცეს თანამედროვე სამყაროში და ვერ ელევით დედააფეთქებულ რუსეთს, რომელიც საუკუნეებია ძალადობს ყველაზე და ყველაფერზე? თუმცა იმავე დასავლეთში დარბიხართ სამკურნალოდ თუ საშოპინგოდ. იქნებ იმის ბრალია, რომ ეკლესია აქციეთ პოლიტიკური ვაჭრობის საგნად და ყოველი არჩევნების წინ, მატერიალური სიკეთეების მოსაპოვებლად, საარჩევნო ხმებში ახურდავებთ მრევლის ბრმა ნდობას?

იქნებ იმის ბრალია, რომ საბჭოთა ბოროტების ნგრევის შემდეგ, ნაცვლად უმეცრებასთან დაპირისპირებისა, ხალხის უმეცრებაზე მოიწყეთ ცხოვრება და გაგიტკბათ? იქნებ იმის ბრალია, რომ ქრისტეს ნაცვლად ერთი სტაჟიანი სუკის აგენტი გააკერპეთ, რომელიც სამსახურებრივად რანგით უფროსს, ნაბიჭვარ კირილს ულოცავს დაბადების დღეს, როცა ის უკრაინაში ბავშვების ხოცვაზე იძლევა ლოცვა-კურთხევას? იქნებ იმის ბრალია, რომ ფარისევლობა და ტყუილი იქცა თქვენი ცხოვრების ყოველდღიურობად?

იქნებ იმის ბრალია, რომ ამ ყველაფრის ფონზე კიდევ ახერხებთ უსინდისოდ მორალური პედესტალიდან ვიღაცების აქეთ დამუნათებას? იქნებ იმის ბრალია, რომ ამდენი წელია გაგდით და დღემდე ძალიან ცოტას ჰყოფნის გამბედაობა სიმართლე გითხრათ პირში? იქნებ იმის ბრალია, რომ ღმერთის არ გწამთ?”, – აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ხაშურში, დედათა მონასტერში მომხდარ ყაჩაღობასა და გაუპატიურებას გამოეხმაურა და მომხდარი კრიტიკულ მედიას დააბრალა.

ჯაღმაიძე Facebook-ზე წერდა, რომ მომხდარი “ანტიეკლესიური კამპანიის” შედეგია, რომელსაც მისი მტკიცებით, კრიტიკული მედია ეწევა.

ხაშურის დედათა მონასტერს 2 პირი თავს დაესხა – ისინი მონასტრის დაყაჩაღებას ცდილობდნენ, რა დროსაც 70 წლის მონაზონზე ფიზიკურად და სექსუალურად იძალადეს. მონაზონი ფიზიკური დაზიანებებით თბილისში გადაიყვანეს და მისი მდგომარეობა მძიმეა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved