• რეკლამა
  • კონტაქტი
06:29, ორშაბათი, 8 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გირჩი” გაცილებით მეტია, ვიდრე იაგო ხვიჩია” – ნიკა გვარამია

ალია ავტორი - ალია
15:14 12-02-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

“მთავარი არხის” დირექტორი, ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში, წერს:

“მიუხედავად შემზარავი სისულელისა ბავშვთა პორნოგრაფიის თემაზე, მაინც შეგნებულად ავუვლი გვერდს ამ თემას და გამბედავად დავიცავ პარტიას, რომლის არც ამომრჩეველი ვარ და არც იდეების გამზიარებელი. იმასაც ვაცნობიერებ, რომ გირჩის წევრებისა თუ მომხრეებისთვის დიდ ავტორიტეტს არ წარმოვადგენ და ჩემი აზრი მათთვის შესაძლოა უინტერესო და უმნიშვნელო იყოს. მაგრამ მე ჩემსას მაინც ვიტყვი.

არასწორია გირჩის მიმართ პერფექციონისტული მიდგომა და რომელიღაც წევრის (თუნდაც ძალიან მნიშვნელოვანი და გავლენიანის) მხრიდან შემზარავი აბსურდის თქმის გამო, ლამის შიდაპარტიული რეპესიების მოთხოვნა და სხვა, კიდევ უფრო უკიდურესი ზომების მოთხოვნა. ეს პარტია გაცილებით მეტია, ვიდრე იაგო ხვიჩია და მისი მოსაზრებები. პარტია დახურული კლუბი არაა, რომ ყველა უნისონში მღეროდეს და აცდენილი ტექტები გარეთ არ გამოვიდეს, სისულელე და იდიოტიზმი სრულიად გამორიცხული იყოს. ეგრე სხვა პარტიები დიდი ხნის დაქცეული უნდა იყოს მაშინ, თან რაც უფრო დიდი, გავლენიანი და წარმატებულია პარტია, მით უფრო ჩამოქცეული. და გირჩის მომხრეებს რა უნდათ, უნდა ჩამოყალიბდეთ – ეს პარტია ადამიანთა პატარა თავყრილობა იყოს აზრთა გაცვლა გამოცვლისთვის, რაღაც სექტანტური ელემენტებით, თუ გაიზარდოს, ხელისუფლებაში მოვიდეს და საკუთარი იდეოლოგიის რეალიზაცია შეძლოს. უნდა გააცნობიერონ, რომ

(ა) გირჩი გამოვიდა პატარა კლუბის მასშტაბიდან და

(ბ) პირდაპირ პროპორციული შესაბამისობაა პარტიული და გავლენების ზრდასა და იდიოტობების წამოროშვის რაოდენობის ზრდას შორის.

გასაცნობიერებელია, რომ ბოლო არჩევნების შემდეგ, გირჩი კლასიკური და ძლიერი პარტიაა, და რაგინდ უნდა მოგწონდეს ან არ უნდა მოგწონდეს, პარტიების პარადიგმა ერთნაირია. არ შეიძლება ერთი აბსურდული ტექსტის გამო, ყველაზე დინამიურად განვითარებადი ნიუქომერი ჩამოანგრიონ მისსავე მომხრეებმა.

ზოგადად, მაქსიმალიზმისგან განსხვავებით, პერფექციონიზმი ძალიან ცუდი მოკავშირეა, ყველაფერში და ყოველთვის.

წარმატებები გირჩს.”

თეგები: იაგო ხვიჩიანიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved