• რეკლამა
  • კონტაქტი
15:51, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, გიორგის დაგმობას ან განქიქებას არ ვაპირებ ნამდვილად… მე ჩემი ჟურნალისტები არ დამიგმია არასდროს” – ნიკა გვარამია

ალია ავტორი - ალია
23:44 09-05-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,914

„მთავარი არხის” ეთერში, ამავე არხის დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ ილაპარაკა ტელეკომპანიის ამჟამინდელი გენერალური დირექტორის გიორგი გაბუნიას განცხადების შესახებ. გვარამიამ აღნიშნა, რომ თავად იყო პირველი მედიამენეჯერი საქართველოში, რომელმაც ღიად ილაპარაკა ტელეკომპანიის პოლიტიკური პრეფერენციების შესახებ.

„რაც შეეხება თავისუფლებას, საქართველოში პირველი მედიამენეჯერი, რომელმაც თქვა, რომ დიახ, ჩვენ გვაქვს პარტიული პრეფერენციები და პოლიტიკური პრეფერენციები (ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფამდე). იმ დროისთვის ეს იყო თითქმის ერთადერთი პოლიტიკური ოპოზიციური პარტია, სავარაუდოდ. მაშინ არც იყო ფორმირებული სხვა პარტიები. მერე გაიყო „ნაციონალური მოძრაობა“ და ა.შ. მე ვთქვი, რომ კი, არ ვაპირებ ამის დამალვას, ეს ასეა, იმიტომ, რომ ჯერ ერთი ეს ნორმალურია, ყველგან ხდება, მაგრამ შეიძლება, მოგწონდეს ან არ მოგწონდეს. უყურებდე კონკრეტულ მედიას ან არ უყურებდე. კრამოლა ამაში, რომ რაღაც დაუშვებელი, გაუგონარი და ცუდია, მე ვფიქრობ, არ არის. ცუდია, დამალვა. ბევრი ცდილობს ამის დამალვას, მათ შორის, დამფინანსებლები. ბევრი რა, ტელეკომპანია „იმედი“ არ აღიარებს, რომ სახელისუფლებო მედიაა და აფინანსებს ბიძინა ივანიშვილი. მე ჩავთვალე, რომ თავიდანვე უნდა მომეჭრა ამ თემაზე სპეკულაციები”, – თქვა გვარამიამ.

ტელეარხის დამფუძნებელმა განაცხადა, რომ არ აპირებს გიორგი გაბუნიას დაგმობას. „პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ გიორგის დაგმობას ან განქიქებას არ ვაპირებ ნამდვილად. მე ჩემი ჟურნალისტები არ დამიგმია არასდროს. ერთადერთი გამონაკლისი იყო პუტინის ამბავი, რომელსაც მძიმე შეფასება მივეცი, მაგრამ, ოფლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლე იმისთვის, რომ გიორგის პრობლემები არ ჰქონოდა”, – აღნიშნა მან.

გვარამიამ ტელეკომპანიაზე პოლიტიკური გავლენების შესახებაც ილაპარაკა და განაცხადა, რომ „მთავარი არხი” რომელიმე პარტიის გაგრძელება არ ყოფილა.

„რომ გითხრათ, რაღაც გავლენა არ ყოფილა ისეთი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას გავლენა არასდროს არ ჰქონია და არც მიშა სააკაშვილის პოზიციას… ან რომელიმე სხვა დასავლური პარტიისთვის არ გაგვიწევია ანგარიში, ან იმაზე ნაკლებად გაგვიკრიტიკებია, ვიდრე, მაგალითად, ხელისუფლებას გავაკრიტიკებდით, მაგ შემთხვევაში, მოვიტყუები. ეს ასე არ არის. არასდროს გვიმტკიცებია, რომ ეს ასე არ არის. შეიძლება თუ არა ამას შინაგანი ცენზურის რამე პრობლემები მოჰყოლოდა, ალბათ შეიძლება. მაგრამ ის, რომ ჩვენ რომელიღაცა პარტიის გაგრძელება ვიყავით… პირიქით, რომ თქვას ვინმემ, ეს უფრო შეიძლება, რეალობასთან ახლოს იყოს, მაგრამ არ ვყოფილვართ პარტიის გაგრძელება. ყოველ შემთხვევაში მე პარტიებისგანაც ვიცავდი ჩემს ჟურნალისტებს და ხელისუფლებისგან”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ტელეკომპანიის ყოფილი ხელმძღვანელმა გენერალური დირექტორის პოზიციის დატოვების მიზეზებზეც ილაპარაკა.

„სხვათა შორის, მე წავედი დირექტორობიდან, ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ მე თვითონ ჩავთვალე, რომ შეიძლება, სათანადოდ ეს ყველაფერი არ მეკეთებინა. ჩემი მიზნები გახდა უფრო პოლიტიკური, ვიდრე აქამდე იყო. მე აღქმული ვიქნებოდი გარედან, სხვა თუ არაფერი, უფრო მეტად მიკერძოებულად, – განმარტა მან და ამჟამინდელი ხელმძღვანელის საქმიანობაზე ისაუბრა, – ამ ტელევიზიამ, გიორგიმ [გაბუნიამ], პირველ რიგში დაადასტურა ის, რომ გვარამია ციხეში შემაფერხებელი ფაქტორი კი არ იყო პირიქით, მიუხედავად უმძიმესი, მათ შორის ფინანსური პირობებისა”.

ამავე დროს, ნიკა გვარამიასთვის გიორგი გაბუნიას 4 სექტემბრის განცხადება არ არის მისაღები.

„მე ბევრი ლაპარაკი გიორგიზე და ამ მონოლოგზე არ მინდა, თუმცა არ მომეწონა, არც მისი პოლიტიკური ნაწილი, პირდაპირ გეტყვით”, – შენიშნა გვარამიამ.

ტელეარხის დამფუძნებელმა, აგრეთვე, ილაპარაკა „მთავარი არხის” მოქმედი დირექტორის პასუხისმგებლობაზე. „მე მინდა ყველას კარგად ესმოდეს, ის [გიორგი გაბუნია] არის ახლა დირექტორი, მას აქვს შეცდომების დაშვების უფლება, მაგრამ მას აქვს შეცდომების გამოსწორების პასუხისმგებლობა”, – დაამატა გვარამიამ.

,,რადიო თავისუფლება”

(ვიდეო) – “ნაცების ტელევიზია აღარ ვართ, ამას დიდი სიამაყით ვაცხადებ… ნიუსრუმში იყო ტაში და ჟრიამული” – გიორგი გაბუნია

თეგები: ნიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved