• რეკლამა
  • კონტაქტი
02:27, შაბათი, 20 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გიორგი ვაშაძის განცხადებით, თანაგუნდელის მიმართ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალებით შანტაჟს ჰქონდა ადგილი, რაც უმკაცრესად უნდა დაისაჯოს

ალია ავტორი - ალია
15:13 09-06-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
21

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძის განცხადებით, მათ ერთ-ერთ თანაგუნდელს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გამოქვეყნებით დაემუქრნენ. ვაშაძე მომხდარ ფაქტს მმართველი გუნდის პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებს და აცხადებს, რომ განმეორებითი მცდელობის შემთხვევაში, მათი მხრიდან უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება.

„არჩევნები ახლოვდება და სამწუხაროდ, როგორც ჩანს დამსახვრეული ოცნებების პარტიამ ამოქმედდა სპეციალური ჯგუფები, რომლებიც პირადი ცხოვრებით შანტაჟს არ ერიდებიან. თითოეულ მათგანს მკაცრად ვაფრთხილებ, ხელი არ წაგიცდეთ მსგავს ქმედებაზე, რადგან ამ უკანონობას ჩვენი მხრიდან უმკაცრესი რეაგირება ექნება. გარკვეული მიზეზებისა და ადამიანების პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, კონკრეტულ შინაარსზე ვერ ვსაუბრობთ, რადგან ადგილი ჰქონდა პირადი ცხოვრების ამსახველ საკითხებთან დაკავშირებით შანტაჟს. გამგები ამას აუცილებლად გაიგებს და კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ, არ გაბედოთ მსგავს უკანონო ქმედებაზე. როგორც კი გავხდები ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჩემი ერთ-ერთი ამოცანა იქნება, რომ ყველა ადამიანი, ვინც პირადი ცხოვრების ამსახველ ფაქტებს შანტაჟის მცდელობის დონეზეც კი მაინც გამოიყენებს, უმკაცრესად დაისჯება სამართალდამცავი ორგანოების და ხელისუფლების მხრიდან. ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს მოსმენები, ფარული ჩაწერები, დააშანტაჟება, თქვენი არავის არ ეშინია,“ – აცხადებს ვაშაძე, რომელიც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასა და ქალების წინააღმდეგ ამ იარაღის პოლიტიკაში გამოყენების დასჯის აუცილებლობაზე საუბრობს. მისივე განცხადებით, დღვანდელი ფაქტი შეეხება ერთ-ერთი მათი თანაგუნდელის პირად ცხოვრებას, შესაბამისად, მის პერსონალურ ინფორმაციაზე საჯაროდ ვერ საუბრობს.

„ამ განცხადებას კარგად ამოიცნობს და მიხვდება ის ადამიანი, რომელმაც გაბედა და მსგავსი ტიპის შანტაჟი განახორციელა. ვის აქვს წვდომა ჩანაწერებზე და გარკვეულ ინფორმაციებზე? ხელი არ წაგიცდეთ და მსგავსი ქმედებებისგან თავი შეიკავეთ. გპირდებით, ჩვენი მხრიდან იქნება უმკაცრესი რეაგირება ამ საკითხთან დაკავშირებით. ამბავი გამოგონილია თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, საჯაროდ ვერ ვსაუბრობთ, რადგან მისი პერსონალური ინფორმაციაა და ჩვენ არ გვაქვს უფლება დავარღვიოთ. დამნაშავეს ჩავყვებით ბოლომდე და აღარ გაბედოს შანტაჟი არა მარტო მან, არამედ არცერთმა სხვამ, ვინც არ უნდა იყოს. ჩვენი ეჭვია, რომ კავშირი არის სწორედ მმართველი გუნდის პოლიტიკურ ინტერესებთან. ამ განცხადებას ვაკეთებთ პრევენციულად, რომ არავინ გაბედოს მსგავსი ქმედება, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

თეგები: გიორგი ვაშაძესტრატეგია აღმაშენებელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved