• რეკლამა
  • კონტაქტი
07:05, სამშაბათი, 31 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გიორგი ვაშაძე ჭიათურის მაღაროში მომხდარ ტრაგედიას კატასტროფულ სამუშაო პირობებს უკავშირებს

ალია ავტორი - ალია
00:16 09-01-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

„სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერი გიორგი ვაშაძე ჭიათურის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 46 წლის მემანქანის, კობა ჩაფიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპული ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

ვაშაძე ჭიათურის მაღაროში არსებულ მძიმე მდგომარეობაზეც საუბრობს:

„მწუხარებას გამოვთქვამ ჭიათურაში მომხდარი მორიგი ტრაგედიის შესახებ რომელსაც 46 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ეს არის მორიგი შემთხვევა, რომელმაც დაგვანახა თუ როგორ ილახება ადამიანთა უფლებები და რომ მათ უსაფრთხო გარემოში არ უწევთ მუშაობა. ამ შემთხვევაში მთავარი შრომის უსაფრთხოების კანონი კი არ არის, რომელიც ისედაც მკაცრია ქვეყანაში, არამედ პრობლემა, მაღაროს მმართველ კომპანიაშია, რომელიც გარიგებულია “დამსხვრეული ოცნებების” მთავრობასთან. კომპანია, რომელიც ძარცვავს მთელ ჭიათურას და ერთადერთი ინტერესი გააჩნია, რაც შეიძლება ბევრი ფული გააკეთოს მარგანეცის მოპოვებაში, სანაცვლოდ კი, არ ზრუნავს შრომის უსაფრთხოებაზე და ერთი ლარის ინვესტიციასაც კი არ ახორციელებს,” – აცხადებს გიორგი ვაშაძე და ხელისუფლებას ამ კომპანიასთან გარიგებაში ადანაშაულებს.

„სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერი აცხადებს, რომ მთავრობა ჩართულია ამ პროცესში და მარგანეციდან წილებს იღებს.

„ხელისუფლება არანაირ ყურადღებას არ აქცევს ჭიათურის მანგანუმში არსებულ იმ უმძიმეს მდგომარეობას, რომელშიც ხალხი მუშაობს. ასობით მილიონი ლარი ილექება კონკრეტული ადამიანის ჯიბეებში და კაპიკები იხარჯება მომუშავე პერსონალზე ხელფასის სახით. კატასტროფულ გარემოში უწევთ მუშაობა ჭიათურაში ადამიანებს. როგორც კი გავხდები ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პირველ რიგში დავიცავთ თითოეული ჭიათურელის ინტერესს, ჭიათურ-მანგანუმის შემოსავლებიდან აუცილებლად წავა კონკრეტული თანხები ადგილობრივ ბიუჯეტში, ამას აუცილებლად გავაკეთებთ. აქ არსებული ფინანსური რესურსი ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა მოიხმაროს. ამასთან, არცერთ კომპანიას არ ექნება უფლება დაარღვიოს კანონი და არ უზრუნველყოს შრომითი უსაფრთხოების სტანდარტები, რაც აუცილებელია. დიდი კორუფციული სქემა, რომლითაც ხელმძღვანელობენ ჭიათურის მანგანუმში ერთხელ და სამუდამოდ დაიშლება. შემოსავლები კი ქართველი ოჯახების ბიუჯეტს შეავსებს,” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

თეგები: გიორგი ვაშაძესტრატეგია აღმაშენებელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved