• რეკლამა
  • კონტაქტი
11:27, ხუთშაბათი, 5 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გიორგი ცუცქირიძე: ლარის გაუფასურება დაკავშირებული იყო პანიკურ აჟიოტაჟთან, კურსი ნელ-ნელა, ალბათ, დაიწევს

ალია ავტორი - ალია
12:26 06-07-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
223

ლარის გაუფასურება დაკავშირებული იყო პანიკურ აჟიოტაჟთან – უფრო მეტად გაუფასურებას მე არ ველოდები. პირიქით, ლარის კურსი ნელ-ნელა, ალბათ, იმ მაჩვენებელზე დაიწევს, რა მაჩვენებლიდანაც გაუფასურება დაიწყო, – ამის შესახებ ეკონომისტმა, გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეროვნული ვალუტის გამყარება ზაფხულში, ტურისტული სეზონის დროს არის მოსალოდნელი. კერძოდ, მისი განმარტებით, პროგნოზითაც მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წელს ტურიზმიდან უფრო მაღალი შემოსავლები გვექნება, ვიდრე გასულ წლებში, რაც ლარის კურსის მაჩვენებელზე პირდაპირ აისახება.

„ლარმა გაუფასურება მაისში დაიწყო, რაც დაკავშირებული იყო პანიკურ აჟიოტაჟთან. თუ დღევანდელ გაუფასურებას მივიღებთ მხედველობაში, ეს არის თავისებური ინერცია, რაც გარკვეულწილად მოსდევს ხოლმე ასეთ აჟიოტაჟურ პერიოდებს. ეს ინერცია ასევე, შეიძლება იყოს დაკავშირებული გარკვეულ ნეგატიურ მოვლენებთან, რაც აისახა დაანონსებულ სანქციებში, ვგულისხმობ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ სავიზო შეზღუდვებს. ესეც შეიძლება იყოს ერთ-ერთი ფაქტორი.

ლარის კურსის გაუფასურებას მე არ ველოდები, პირიქით, ლარის კურსი ნელ-ნელა, ალბათ, იმ მაჩვენებელზე დაიწევს, რა მაჩვენებლიდანაც მაისში გაუფასურება დაიწყო. თუ ჩვენ ვივარაუდებთ, რომ ლარი არ გაუფასურდება და ის საწყის წერტილს დაუბრუნდება, ინფლაცია, ბუნებრივია, არ გაიზრდება და დარჩება მიზნობრივ მაჩვენებელში, რომელიც დღეს გვაქვს, ანუ, 3%-იან ზღვარზე. აქედან გამომდინარე, არც ფასების ზრდა არ არის მოსალოდნელი. ეს არის ჩემი ოპტიმისტური პროგნოზი. არა მხოლოდ სურვილი, არამედ ეყრდნობა ეკონომიკურ მაჩვენებლებს, ტენდენციებს, რომლებიც ჩვენ გაქვს ბოლო წლებია ეკონომიკაში. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ წელსაც ეკონომიკური ზრდა მაღალი გვექნება,” – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება
ახალი ამბები

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

20:55 11-04-2026
თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება

15:54 11-04-2026
სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა
ახალი ამბები

სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა

13:12 11-04-2026
თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
ახალი ამბები

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას

16:53 11-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved