ადვოკატი ელზა ჯმუხაძე ფეისბუქზე წერს:
“არ მინდა დრო დაგაკარგინოთ, ამიტომ ვიზუალის ( სურათის) სახით ვდებ ,,სქრინს,, და ვისაც გაინტერესებთ, ვამბობ თუ არა ახლა სიმართლეს, იუთუბში შეგიძლიათ დაძებნოთ და მოისმინოთ ეს ვიდეო.
ახლა რისი თქმაც მინდა:
უდაოდ ნიჭიერი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი, დაახლოებით ერთი თვის წინ, გიორგი თარგამაძის ეთერში უშვერი სიტყვებით ლანძღავდა საქართველოს ხელისუფლებას, რასაც გიორგი თარგამაძე უდრტვინველად ისმენდა!!!
ამით თარგამაძემ რომ თავზე (მერამდენედ) გადაიფსა, ამას არ ვჩივი !
ყველას უფლებაა, საკუთარი იმიჯი ფეხქვეშ გაიფინოს!!!
გორდონის აღშფოთების საგანი იმ დროს გახლდათ საქართველოს მთავრობის პოზიცია, რომელმაც ასეთი რამ თქვა:
ა) უკრაინაში რუსეთის შეჭრას ვგმობთ მეათასეჯერო;
ბ) ჩვენი ქვეყანა ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე დგას უკრაინის გვერდითო;
გ) ოკუპირებული ქვეყანა ვართ, დედაქალაქიდან 20 კილომეტრში რუსული ტანკი გვიდგას, ამიტომ სანქციებს ვერ შევუერთდებით, რადგან ჩვენთვის ჩვენი ეროვნული ინტერესები არის მთავარიო.
მოგვიანებით აბსოლუტურად იგივე თქვა ბევრმა სხვამაც და მათ შორის – ევროკავშირის წევრი უნგრეთის პრეზიდენტმაც და ეს ქვეყანა, ჩვენგან განსხვავებით და, საბედნიეროდ, ოკუპირებული არ არის!
უკრაინაში არავის და, მათ შორის არც – გორდონს, უნგრეთის პრეზიდენტისთვის ნაძირალა არ უწოდებია მიუხედავად იმისა, რომ ამ პრეზიდენტს თავისივე მოსახლეობა ერჩის, პრორუსი ხარო!
ეკუთვნოდა თუ არ ეკუთვნოდა საქართველოს ხელისუფლებას ლანძღვა, ჩემი მსჯელობის საგანი ამ პოსტში ეს არ არის!
მე ვლაპარაკობ ფაქტზე:
გორდონმა ქართულ პირდაპირ ეთერში უკანასკნელი სიტყვებით გაგვილანძღა (ავი თუ კარგი, ეს გორდონის საქმე არ არის ე.ჯ) ხელისუფლება, ქართველმა ჟურნალისტმა გიორგი თარგამაძემ კი ეს საჯარო შეურაცხყოფა დედის რძესავით შეირგო!!!
საბოლოოდ ,,კარტები,, ასეა დალაგებული:
უკრაინამ უნგრეთის მიმართ ელემენტარული და დიპლომატიური წყენა დააფიქსირა, რის გამოც უნგრეთმა უკრაინის ელჩი დიპლომატიურ ენაზე ,,გასაჯორად,, გამოიძახა!!!
საქართველოს კი უკრაინა იარაღის კონტრაბანდას პირდაპირ ეთერში აბრალებს და მტკიცებულებების წარდგენას (რომელიც თავად არ გააჩნია, თორემ აქამდე ამ მტკიცებულებებით, ალბათ, ,,თვალებს დაგვთხრიდა,,) ,,ბრალდებულს,, სთხოვს!!!
ჩემი დღევანდელი პოსტის მაპროვოცირებელი ვიდეოს მოძებნა, ასევე – გიორგი თარგამაძის სამარცხვინო ეთერის ხელახლა მოსმენაც , სურვილის და ჩემი სიმართლის გადამოწმების შემთხვევაში შეგიძლიათ!
ამ ორი ვიდეოს ნახვისას დარწმუნდებით, რომ გორდონი ისრაელის მიმართ სულ სხვანაირად ,,დავარცხნილია!
მოკლედ:
ბალტიისპირელი ჟურნალისტის კითხვაზე, ამდენი ებრაელი ცხოვრობს უკრაინაში და ისრაელმა მაინც, რატომ გიგანათო, გორდონმა დიდის მოწიწებით ახსნა:
ისრაელს სახელმწიფო დოქტრინაში უწერია, რომ უპირველესი არის სახელმწიფოს ინტერესები, მრავალი ფაქტორის გამო , რუსეთთან კონფრონტაცია მის სახელმწიფო ინტერესში არ შედის, ამიტომ, კი მტკივა ისრაელმა რომ გვიგანა, მაგრამ ამ ქვეყნისა მესმისო!!!
კითხვები, რაც მიჩნდება ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ და რამაც იძულებული გამხადა, გვარი ,,გორდონი,, ყველა ბრუნვაში შემოგთავაზოთ:
1. გორდონ-ი ორმაგი სტანდარტით ხელმძღვანელობს?
2. გორდონ- მა იმიტომ ,,დაგვახურა თავზე,, ქართულ პირდაპირ ეთერში, რომ , როცა სააკაშვილი ციხეში მოხვდა და აქ მასთან შესახვედრად მოდიოდა, ქვეყანაში არ შემოუშვეს და ჩვენი სახელმწიფო ,,კორდონი,, (უკრაინულად საზღვარი) ვერ გადმოლახა?
3. გორდონ- ს იმიტომაც გაუჩნდა სურვილი, ჩვენთვის ,,თავზე დაეხურებინა,, , რომ იცოდა, უთავმოყვარეო გიორგი თარგამაძე ამას შეირგებდა?
4. გორდონ- ის , როგორც ,,უმაღლესი პილოტაჟის,, ჟურნალისტის იმიჯი ყალბია?
5. გორდონ- ით და , ზოგადად, ორმაგი სტანდარტით უკრაინა , სამწუხაროდ, ნამდვილი მომხრის , მსუბუქად რომ ვთქვათ, გულის ტკენას ,,ჩალიჩობს,,?
6. გორდონ- ად ყოფნას მე, როგორც ჟურნალისტი ( მერე რა, რომ ყოფილი ე.ჯ) ნამდვილად არ ვისურვებდი, რადგან ასეთ სიტუაციაში, ნამუსი თუ მექნებოდა, შემრცხვებოდა და ბოდიშსაც მოვიხდიდი!
7. გორდონ- ო, აზრზე რომ მოხვიდე, შენთვისაც უკეთესია, რადგან მარტო შენ არ წერ ისტორიას – ისტორიაც გწერს შენ!!!
P.S . ამდენ კითხვას არ დავსვამდი, რადგან ჩემთვის ყველა კითხვაზე პასუხი ისედაც ცნობილია!
უბრალოდ, გორდონის ყველა ბრუნვაში მოხსენიების სურვილმა შემაწუხა და ამ დალოცვლ ქართულში შვიდი ბრუნვა ჯერ კიდევ იმ დროიდანაა, ბევრი ტყეში რომ დარბოდა!!!
კომენტარები