• რეკლამა
  • კონტაქტი
03:33, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გიორგი ჭყონიამ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა მმართველ პარტიას ჯამში 1 500 000 ლარზე მეტი შეწირეს – TI

ალია ავტორი - ალია
14:37 08-19-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
303

გიორგი ჭყონიამ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა მმართველ პარტიას დღემდე ჯამში 1 500 000 ლარზე მეტი შეწირეს – ამის შესახებ ინფორმაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ავრცელებს.

TI-ის ცნობით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გიორგი ჭყონია “ქართული ოცნების” ახალი სახე იქნება. საყურადღებოა, რომ ჭყონია 20 კომპანიის წილს ფლობს და 3 კომპანიას ხელმძღვანელობს.

შპს “გზა”, შპს “ბათუმი ცენტრალი” და შპს “შატო კვირიკე” სწორედ ის სამი კომპანიაა, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვებში აქტიურად მონაწილეობენ და 2011-2023 წლებში შემოსავლის სახით  335,638,719 ლარი მიიღეს.

ამასთან, იუსტიციის სამინისტრომ იუსტიციის ახალი სახლის ფართი ბათუმში გიორგი ჭყონიას კომპანიისგან იქირავა. იჯარაში ჭყონიას კომპანია სახელმწიფოსგან ყოველწლიურად 704,880 ლარს მიიღებს.

იორგი ჭყონია ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი და “ქართული ოცნების” მსხვილი შემწირველია. ის ფლობს 20 კომპანიის წილს და ხელმძღვანელობს 3 კომპანიას. ეს  კომპანიები, თავის მხრივ, ფლობენ სხვა კომპანიების წილებს. გიორგი ჭყონიას კომპანიებიდან 3 – Შპს „გზა”, შპს „ბათუმი ცენტრალი” და შპს „შატო კვირიკე”  აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებში, საიდანაც 2011-2023 წლებში შემოსავლის სახით მიიღო  335,638,719 ლარი.

ბიზნესმენი გიორგი ჭყონია (მარჯვნიდან პირველი) აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, დავით გაბაიძესთან და ბიზნესმენებთან ერთად კუნძულ მალიორკაზე. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ვიზიტი, რომელშიც უმაღლესი საბჭოსა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, სწორედ ბათუმში მოქმედმა ბიზნესმენებმა დააფინანსეს.

შემოსავლები სახელმწიფო შესყიდვებიდან:

  • Შპს „გზამ” 30 გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებიდან მიიღო 9,589,953 ლარი და  მოგებული 95 ტენდერიდან 325,765,401 ლარი. ამ შემოსავლების 67% უკონკურენტოდ ან კონკურენტების დისკვალიფიკაციის შედეგად მიიღო.
  • შპს „ბათუმი ცენტრალმა”  (ყოფილი შპს „GEORGIA INN”)  10 გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებიდან მიიღო 17,430 ლარის შემოსავალი.
  • შპს „შატო კვირიკემ” (ყოფილი შპს „აგროტექსერვისი ქობულეთი”) 220,286 ლარი მიიღო 36 გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებიდან და 45,649 ლარი 2 მოგებული ტენდერიდან, საიდანაც 1 ტენდერი მოიგო უკონკურენტოდ და 1 კონკურენტის დისკვალიფიკაციის შედეგად.
თეგები: საერთაშორისო გამჭვირვალობა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved