ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი მოადგილე და ოცნების ქვემო ქართლის შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი შინჯიკაშვილი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსს, მეუფე გიორგი (ლერი) ჯამდელიანს ცილისწამებაში ადანაშაულებდა და მას შარშან სასამართლოშიც უჩივლა. გიორგი შინჯიკაშვილი წერს, რომ დავა მოიგო:
„ადრე თუ გვიან სიმართლე თავის გზას პოულობს. სიმართლე დგას ღირსების და პასუხისმგებლობის მხარეს. სხვისი ტალახში გასვრა, საკუთარი კეთილდღეობისთვის ყოველთვის მიუღებლად მიმაჩნდა და მიმაჩნია. ეს მხოლოდ ჩემი, როგორც სუბიექტის გამარჯვება არ არის გაუგონარ ცილისწამებაზე. დღეს მიღებული გადაწყვეტილება, თითოეული ადამიანის გამარჯვებაა, რომელიც სამართლის აღსრულებას ჩემთან ერთად, თითქმის ერთი წელი ელოდა.
მადლობა, ბოლნისის რაიონულ სასამრთლოს, სამართლის და სამართლიანობის აღსრულებისთვის. მადლობა თითოეულ გულშემატკივარს, ვისაც ყოველთვის სჯეროდა ჩემი, როგორც რიგითი ადამიანის სიმართლის . ყველა თანამდებობაზე და ჩინზე მაღლა, ღირსება დგას.
სასამართლოს გადაწყვეტილებით:
გიორგი ჯამდელიანს დაევალა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ფეისბუკ გვერდზე გამოაქვეყნოს ცნობა იმის თაობაზე, რომ გიორგი შინჯიკაშვილის მისამართით 2025 წლის 08 ივნისსა და 2025 წლის 28 ივნისს გავრცელებული პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობები არ შეესაბამება სინამდვილეს და წარმოადგენს ცილისწამებას (არსებითად მცდარი ფაქტის შემცველ, განცხადებებს). კერძოდ, ცილისწამებას წარმოადგენს, რომ:
1. „ის არის გამყიდველი ვითარცა იუდა და გამცემელი, რომელიც ამზადებდა ჩემს მკვლელობას, ჩემს ლიკვიდაციას“.
2. „ერთი წლის განმავლობაში ამუშავებდნენ და ეუბნებოდნენ მას, რომ ან უნდა ჩაუყარო საჭმელში საწამლავი ან მოგცემთ და მოუსმევ ხელზე და ერთ საათში ის აღარ იქნება“.
3. „გ. შინჯიკაშვილმა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლით აიძულა დედაო გამხდარიყო მისი აგენტი საბოლოოდ კი მისგან მოითხოვდა მეუფის მოწამვლას“.
4. „გიორგი შინჯიკაშვილმა ხელი შეუშალა მარნეულში საკათედრო ტაძრის მშენებლობას“.
5. „გიორგი შინჯიკაშვილს…. გააჩნია უამრავი… უკანონო ბიზნესი რითაც დიდ ფულს შოულობს და სწორედ საკათედრო ტაძრისთვის გათვალისწინებული მიწაც მას სჭირდებოდა კორპუსების მშენებლობისთბის“.
6. „გ. შინჯიკაშვილს ჰყავს დაქირავებული ბოტები და ტროლები რომლის მეშვეობით მიმდინარეობს სოციალურ ქსელში მეუფეზე დეზინფორმაციის გავრცელება და ანტი პროპაგანდა“











კომენტარები