• რეკლამა
  • კონტაქტი
00:46, კვირა, 28 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გიორგი შარვაშიძე სომხეთში ელჩად დაინიშნა

ალია ავტორი - ალია
12:27 01-25-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
132

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, გიორგი შარვაშიძე სომხეთში ელჩად დაინიშნა. შარვაშიძის ელჩად დანიშვნის შესახებ ინფორმაციას ფორმულა დეკემბრის ბოლოს ავრცელებდა.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ახალდანიშნულ ელჩს შეხვდა.

გიორგი შარვაშიძე სხვადასხვა წლებში მუშაობდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის, მინისტრის პირველ მოადგილედ. აგრეთვე ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას. 2016 – 2022 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. გარდა ამისა, 2004 – 2013 წლებში მუშაობდა ბუდაპეშტში ღია საზოგადოების ინსტიტუტში აკადემიური მხარდაჭერის პროგრამის დირექტორად.

გასული წლის 7 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ შარვაშიძე თსუ-ის რექტორის თანამდებობას ვადაზე ადრე ტოვებს. შარვაშიძე რექტორად 2016 წელს დაინიშნა, მეორე ვადით კი ის 2020 წელს აირჩიეს. აღნიშნულ თანამდებობაზე ის 2024 წლამდე უნდა ყოფილიყო.

რექტორის თანამდებობაზე მუშაობის დროს შარვაშიძე სკანდალში გაეხვა. “თავისუფლების მონიტორის” ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, მან საკუთარ დისერტაციაში სიტყვასიტყვით გადაიტანა ექსპერტთა ჯგუფის მიერ მომზადებული დოკუმენტის ტექსტი – 40 გვერდი ისე, რომ წყარო არ მიუთითა. ილიაუნიმ პლაგიატი დაადასტურა. თავად შარვაშიძემ კი ფაქტი კატეგორიულად უარყო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved