• რეკლამა
  • კონტაქტი
21:21, ორშაბათი, 9 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გიორგი შარაშიძე:”ბატონმა კალაძემ ვერ გაბედა საკრებულოში მოსვლა და…”

ალია ავტორი - ალია
12:47 01-28-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
82

პარტია “საქართველოსთვის“ თბილისის მერიას ახალი ინიციატივით მიმართავს, ვინც ავტობუსებით დღეში მხოლოდ ორჯერ გადაადგილდება შემოიღოს დამატებითი პაკეტი – მაქსიმუმ 30, ხოლო უკეთეს შემთხვევაში 25-ლარიანი, რაც მოსახლეობის გარკვეულ ფენას ყოველთვიურ დანახარჯს გაუიაფებს. – ამის შესახებ თბილისის საკრებულოში პარტია “საქართველოსთვის” წევრმა გიორგი შარაშიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გაზრდილი ტარიფები ძალაში 1-ელი თებერვლიდან შედის, რაც მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვება.
“ბატონმა კალაძემ ვერ გაბედა საკრებულოში მოსვლა და კვლავ მისთვის კომფორტული ცალმხრივი კომუნიკაციით შემოიფარგლა, „ოცნების“ უმრავლესობამ კი ერთპიროვნულად დააკანონა გაზრდილი ტარიფები, რაც 1-ელი თებერვლიდან შედის ძალაში. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ თბილისის მერს, მოსახლეობის იმ ნაწილისთვის მაინც, ვინც მხოლოდ ავტობუსებით გადაადგილდება დღეში მხოლოდ 2-ჯერ და რომელთა ყოველთვიური დანახარჯი ტრანსპორტზე ძველი ტარიფებით არ აღემატებოდა 30 ლარს, შემოიღოს დამატებითი პაკეტი მხოლოდ ავტობუსით მგზავრობისთვის – მაქსიმუმ 30, ხოლო უკეთეს შემთხვევაში 25-ლარიანი პაკეტი, რაც მოსახლეობის ამ ფენას გაძვირების ნაცვლად პირიქით, ოდნავ მაინც გაუიაფებს ყოველთვიურ დანახარჯს და ტოტალური ინფლაციის ფონზე შეუმსუბუქებს ფინანსურ ტვირთს,” – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
პარტია “საქართველოსთვის” წევრმა, გიორგი შარაშიძემ დღეს, კიდევ ერთხელ მოუწოდა თბილისის მერს, რომ გასცეს მათ საჯარო პასუხი, ემხრობა თუ არა თბილისის საკრებულოში ანტიკორუფციული კომისიის შექმნას.
“კალაძეს ასევე შევახსენებთ, რომ არ მიგვიღია პასუხი ჩვენს ინიციატივაზე, თბილისის საკრებულოში ანტიკორუფციული კომისიის შექმნის შესახებ! მივმართავთ მას, საჯაროდ დააფიქსიროს პოზიცია, ემხრობა თუ არა თბილისის მერი ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე, ევროპული სტანდარტის მმართველობის დანერგვას თბილისის მერიაში და კონკრეტულად ანტიკორუფციული კომისიის, როგორც კორუფციული რისკებისგან დაზღვევის ქმედითი ინსტრუმენტის შექმნას,”- განაცხადა შარაშიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება
ახალი ამბები

რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება

12:29 03-09-2026
ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved