მთავარი არხის ინფორმაციით, გორის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი ქვათაძემ, რომელიც სამსახურში ბიტკოინების ქარხანას ამუშავებდა, თანამდებობა დატოვა. მან შესაბამისი განცხადება უკვე დაწერა.
გორში სპეცოპერაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2 დღის წინ ჩაატარა. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, სამართალდამცველებმა გიორგი ქვათაძე დააკავეს. მასთან ერთად გამოკითხვაზე გადაიყვანეს ცენტრის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნებიც, თუმცა მოგვიანებით, ყველა მათგანი გაათავისუფლეს.
კულტურის ცენტრში ბიტკოინების ქარხანა 2 წლის განმავლობაში მუშაობდა. ელექტროენერგიის გადასახადი თვეში 6 ათას ლარს აჭარბებდა, ჯამში კი ბიუჯეტმა 100 ათას ლარზე მეტი იზარალა.














კომენტარები