• რეკლამა
  • კონტაქტი
22:50, ხუთშაბათი, 18 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გიორგი ქადაგიძე: ”დღევანდელ რუსეთს არ გააჩნია არანაირი ფინანსური, სამხედრო თუ ინტელექტუალური რესურსი აწარმოოს თუნდაც საშუალო მასშტაბის და ვადის სამხედრო კამპანია“

ალია ავტორი - ალია
11:33 01-21-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
15

“რუსეთის ეკონომიკა Apple-ზე ცოტა დიდია, მას არ შეუძლია აწარმოოს თუნდაც საშუალო მასშტაბის სამხედრო კამპანია”, – ამის შესახებ გიორგი ქადაგიძე Facebook-ზე წერს.

ქადაგიძის მოსაზრებით, ერთადერთი რაც რუსეთს შეუძლია, არის ის, რომ დაჩაგროს თავისზე ღარიბი და პატარა მეზობლები, ხელები აფათუროს მათ შიდა პოლიტიკაში, დაარწმუნოს ისინი რომ მათ არაფერი ეშველებათ და მუდამ სიღარიბეში აცხოვროს.

ქადაგიძეს შედარებები და რამდენიმე მონაცემი მოჰყავს რუსეთის შესახებ. მის პოსტს სრულად გთავაზობთ:

“რუსული “დიდება” შედარებისთვის;
– რუსეთის ეკონომიკა კომპანია “ეფლზე” ცოტა დიდია;
– რუსეთის მთლიანი სამხედრო ბიუჯეტის ოდენობის თანხას, “მაიკროსოფტი” ქენდი ქრაშის და ქოლ ოფ დიუთის ვიდეო თამაშებში იხდის;
– მსოფლიოს ტოპ 200 სასწავლებელში არცერთი რუსული უნივერსიტეტი არ არის. რუსეთში, არცერთ სფეროში, ათწლეულებია არ შექმნილა არანაირი ღირებული ტექნოლოგია;
– მსოფლიოში 130-ე კორუფციით, მხოლოდ ჩამორჩენილ აფრიკულ სახელმწიფოებს უსწრებს;
– რუსეთის ნავთობის მთლიანი ექსპორტის ოდენობის თანხა გაედინება დასავლური ქვეყნების უძრავ და მოძრავ ქონებაში, სადაც ასევე რუსული “ელიტის” შვილები ცხოვრობენ განცხრომაში;

დღევანდელ რუსეთს არ გააჩნია არანაირი ფინანსური, სამხედრო თუ ინტელექტუალური რესურსი აწარმოოს თუნდაც საშუალო მასშტაბის და ვადის სამხედრო კამპანია. ცივი ომის იმიტაცია კი, უბრალოდ ღიმილის მომგვრელია, თუ რიცხვებს ჩავხედავთ.

ერთადერთი, რაც მას შეუძლია, დაჩაგროს თავისზე ღარიბი და პატარა მეზობლები, ხელები აფათუროს მათ შიდა პოლიტიკაში, დაარწმუნოს ისინი რომ მათ არაფერი ეშველებათ და მუდამ სიღარიბეში აცხოვროს.
სრული მხარდაჭერა უკრაინას, რომელსაც რუსეთი ვერასდროს მოერევა!!!”.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინის საზღვართან ახლოს 100 000 სამხედრო განალაგა, თუმცა, უარყოფს რომ აპირებს უკრაინაში შეჭრას. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა პუტინმა არაერთხელ მოუწოდა დასავლეთს, და მოითხოვა უკრაინის NATO-ში არ შეშვება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

ისარგებლე თიბისის ქეშბექ შეთავაზებებით ნებისმიერ საერთაშორისო ონლაინ ვებგვერდზე
ახალი ამბები

ისარგებლე თიბისის ქეშბექ შეთავაზებებით ნებისმიერ საერთაშორისო ონლაინ ვებგვერდზე

17:45 09-18-2025
AD BLACK SEA ფესტივალი ახალი აღმოჩენებითა და გამარჯვებებით დასრულდა – თიბისი
ახალი ამბები

AD BLACK SEA ფესტივალი ახალი აღმოჩენებითა და გამარჯვებებით დასრულდა – თიბისი

15:49 09-18-2025
სალომბარდე სესხის მიღების პროცესი: ექსპრეს ლომბარდის მოდელი
ახალი ამბები

სალომბარდე სესხის მიღების პროცესი: ექსპრეს ლომბარდის მოდელი

14:33 09-18-2025
თიბისის ბიზნეს მობაილბანკის ფუნქციონალები, რომლებიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის ბიზნეს მობაილბანკის ფუნქციონალები, რომლებიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

13:21 09-18-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved