ექიმი გიორგი ღოღობერიძე, რომელიც ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ ომიკრონის მსუბუქად შეფასების გამო გააკრიტიკა, ჯანსაცვის ექსპერტს სოციალურ ქსელში პასუხობს:
„აი, რა უნდა ელაპარაკო ადამიანს, რომელიც დღეში 7-ჯერ ცვლის რეკომენდაციებს, აქედან 90% მტკნარი ტყუილია და თან საკუთარ თავს ექსპერტს ეძახის. გიორგი ფხაკაძე არის მედიცინის სირცხვილი და იმის განსახიერება, თუ როგორი არ უნდა იყოს ექიმი. მას თუ ჰგონია, რომ ქართველი ექიმების დაცინვა შეუძლია, ცდება. საკადრის პასუხს ჩვენგანაც მიიღებს და ხალხის დაპანიკებას შეეშვას, სასაცილო ხდება“, – წერს ღოღობერიძე.














კომენტარები