• რეკლამა
  • კონტაქტი
20:31, სამშაბათი, 4 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„გიორგი ფხაკაძე არ იყიდება… მაპატიეთ, მე არავისტი არ ვარ“ – გიორგი ფხაკაძე

ალია ავტორი - ალია
20:47 01-27-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
80

„ეს ცოტა სევდიანი პოსტია, მაგრამ გულწრფელი…“ – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს:„მისწავლია – საკმაოდ, მიშრომია – ბევრი, დამიშვია შეცდომებიც, სხვათა შორის – არც ისე ცოტა, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი, იგივე შეცდომა არ გამემეორებინა… ასე გროვდება გამოცდილება…მე ადამიანები მიყვარს… ალბათ, თავის დროზე, ბევრ სხვადასხვა საინტერესო პროფესიას შორის ამიტომაც ავირჩიე ექიმობა… კიდევ უფრო მეტად მიყვარს სამშობლო. მე ახლა მისგან შორს ვარ და ეს გრძნობა მით უფრო გამძაფრებულია. რითაც შემიძლია, ვცდილობ, ადამიანებს საქართველოში დავეხმარო…კიდევ – სიმართლე მიყვარს ძალიან… შეულამაზებელი სიმართლე…ზოგს ესმის ჩემი, ზოგს – არა..პოლიტიკური პარტიები ჩემში უფრო მეტ საფრთხეს ხედავენ, ვიდრე სარგებელს… გარკვეული ჯგუფებიც…ადამიანთა გარკვეული კატეგორიებიც… მთავრობას ეშინია, იმიტომ, რომ უკონტროლო ვარ… ერთი რამ უნდა ვთქვა, ძალიან მარტივი პასუხი ყველას, ოპოზიციასაც და პოზიციასაც:: გიორგი ფხაკაძე სახელმწიფოს წინააღმდეგ არასდროს წავა…იმიტომ, რომ მე ვარ ქართველი და მე მიყვარს ჩემი სამშობლო… ჩემთვის მინისტრი პიროვნების სახელი კი არ არის, ჩემთვის მინისტრი არის თანამდებობა, რომელიც ქვეყნის ამა თუ იმ მიმართულების გამართულად ფუნქციონირებაზეა პასუხისმგებელი…. მე ყოველთვის ვეხმარებოდი და თუ მთხოვენ, მომავალშიც დავეხმარები საქართველოს ნებისმიერ ჯანდაცვის მინისტრს… იმიტომ, რომ მე ვთვლი, რომ ვეხმარები არა კონკრეტულ პიროვნებას, არამედ კონკრეტულ თანამდებობას, იმიტომ, რომ ის მართავს საქართველოს ჯანდაცვის სისტემას… ზოგადად, ქართულ საზოგადოებაში სახელმწიფოებრივი ხედვის დეფიციტი გვაქვს, რაც იწვევს ბევრ გაუგებრობასაც და ბევრ პრობლემასაც….სამწუხაროდ, საქართველოში დღეს პრიორიტეტული არაპრიორიტეტულია და არაპრიორიტეტული – პრიორიტეტული. კიდევ ერთხელ ვიტყვი…. ფხაკაძე, გრძელი, რთული, სხვათა შორის, შეცდომებზე ნასწავლი ავტობიოგრაფიის მქონე, ცდილობს, უანგაროდ დაგეხმაროთ… პოლიტიკურ პარტიებს, ბევრს, უარი ვუთხარი, იმიტომ, რომ არ მაინტერესებს არც არავის ფული, არც არავის პოზიცია, არც თანამდებობა, არც სახელი…. ვცდილობ, დაგეხმაროთ, რადგანაც მინდა, საქართველო იყოს უფრო ჯანმრთელი, ძლიერი და წინ წასული… საქართველოში თითქმის ყველაფერი იყიდება, თითქმის ყველაც…. ექსპერტებიც, მათ შორის, ზოგი – ფარმაკომპანიებზე, ზოგი – პოლიტიკურ პარტიებზე და ა.შ.. გიორგი ფხაკაძე არ იყიდება… მაპატიეთ, მე არავისტი არ ვარ… მე ვარ ქართველი და ვარ მხოლოდ ქართული სახელმწიფოს მხარეს…“ – წერს ფხაკაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved