ადვოკატ გიორგი ფანცულაიას მამა კორონავირუსით გარდაიცვალა – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ადვოკატი მია ზოიძე წერს. მისი ინფორმაციით, თავად გიორგიც მძიმე მდგომარეობაშია.
“ძალიან მძიმე ამბავი გვაქვს… კოვიდთან უთანასწორო ბრძოლის შემდეგ, ამ დილით გარდაიცვალა გიორგის მამა, ჰამლეტ ფანცულაია … ამ ეტაპზე გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობაც საკმაოდ მძიმეა. მეტ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწოდებთ”- წერს ზოიძე.














კომენტარები