• რეკლამა
  • კონტაქტი
09:17, ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გიორგი მამარდაშვილი 2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

ალია ავტორი - ალია
14:48 12-28-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
694

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ტრადიციულად, წლის ბოლოს გალადაჯილდოება ჩაატარა და წლის საუკეთესოები სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინა.

 

გამოკითხვის შედეგად, რომელშიც ვეტერანი ფეხბურთელები, სპორტული ჟურნალისტები და ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები მონაწილეობდნენ, 2024 წლის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილი გახდა. ვალენსიას და საქართველოს ნაკრებს მეკარემ ყველაზე მეტი ხმა მიიღო, მან ხვიჩა კვარაცხელიას და გიორგი მიქაუტაძეს აჯობა, რომლებიც ნომინანტებში იყვნენ.

 

„გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, მინდა, გისურვოთ იმაზე მაგარი საფეხბურთო წელიწადი, ვიდრე 2024 იყო. მადლობა საქართველოს ნაკრების სტაფს, ფეხბურთელებს და მწვრთნელს, რადგან ეს გუნდური წარმატება იყო. აკაკი დევაძის შემდეგ პირველი ქართველი მეკარე ვარ, ვინც საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და ეს ჩემთვის ორმაგად სასიამოვნოა. მადლობა ფეხბურთის ფედერაციას ფედერაციას, ეს იყო ჩვენი ერთიანი წარმატება, ერთად გავედით ევროპის ჩემპიონატზე და დავწერეთ ისტორია. კიდევ ერთხელ გილოცავთ შობა-ახალ წელს“, – აღნიშნა მამარდაშვილმა.

 

გამარჯვებულები სხვა ნომინაციებშიც გამოვლინდნენ და შედეგები ასეთია:

 

2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელი: გიორგი მამარდაშვილი.

 

ნომინანტები იყვნენ გიორგი მიქაუტაძე და ხვიჩა კვარაცხელია.

 

2024 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი: თეონა ბაქრაძე

 

ნომინანტები იყვნენ ნინო ბუხრიკიძე და ანანო წიქარიძე

 

2024 წლის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე: გიორგი ღავთაძე

 

ნომინანტები იყვნენ ირაკლი თოდუა და გიორგი ჩიმაკაძე

 

2024 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: საბა გოგლიჩიძე (ემპოლი)

 

2024 წლის საუკეთესო მსაჯი – გიორგი ყრუაშვილი ნომინანტები იყვნენ გოგა კიკაჩეიშვილი და ალეკო აფციაური.

 

ალექსანდრე ჩივაძის მედლები 2024 წლის საუკეთესო 17- წლამდე ფეხბურთელები:

 

ოქრო: საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი)

 

ვერცხლი: ანდრია ბართიშვილი (დინამო თბილისი)

 

ბრინჯაო: მათე შათირიშვილი (დინამო თბილისი)

 

2024 წლის საუკეთესო 19- წლამდე ფეხბურთელები:

 

ოქრო: საბა სამუშია (დინამო თბილისი)

 

ვერცხლი: ვახტანგ სალია (დინამო თბილისი)

 

ბრინჯაო: ცოტნე ბერელიძე (დინამო თბილისი)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved