• რეკლამა
  • კონტაქტი
21:24, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

გიორგი ხანიშვილი ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების ქარხანაში „ზედაზენი” პროდუქციის წარმოების პროცესს გაეცნო

ალია ავტორი - ალია
13:36 06-26-2020
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების ქარხანაში –  „ზედაზენი”,  პროდუქციის წარმოების პროცესს გაეცნო.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში, კომპანია „ზედაზენში“ ლუდის ბრენდი „აია“ აღადგინეს და ახალი ლუდი „რავი“ შესთავაზეს მომხმარებელს.

 „ქარხანა, რომელიც აღჭურვილია ევროპული წარმოების ყველაზე თანამედროვე ტექნიკით, ქართველ და უცხოელ მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას აწვდის. კორონავირუსის პერიოდში „ზედაზენმა“ შეძლო ლუდის ორი ახალი ბრენდი მიეწოდებინა ბაზრისთვის და 20%-მდე გაეზარდა პროდუქციის ექსპორტი, რაც კრიზისული სიტუაციის დროს სწორი მენეჯმენტის შედეგია“, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

კომპანია „ზედაზენის“ დამფუძნებელმა, ცეზარ ჩოჩელმა ხაზი გაუსვა კორონავირუსის პანდემიის პირობებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წვლილს პროდუქციის წარმოების უწყვეტობის შენარჩუნებაში.

„ვფიქრობ, ბევრი რამ გაკეთდა იმისთვის, რომ კორონავირუსის პანდემიის პერიოდი მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გაგვევლო, თავიდან აგვერიდებინა კადრების დათხოვნა, წარმოების შეჩერება და ბაზრიდან გასვლა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს დამსახურებაა, რომ შევძელით პრიორიტეტების და საკუთარი რესურსების სწორად და ოპტიმალურად მოკლე დროში გადალაგება. დღეისათვის, ჩვენს ბიზნესს აქვს ერთადერთი საზრუნავი – კრიზისის შემდეგ, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტიანად მოხდეს ზრდის ეტაპზე გადასვლა“, – აღნიშნა ს.ს. „ქართული ლუდის კომპანიის“  დამფუძნებელმა, ცეზარ ჩოჩელმა.

 „ზედაზენის“ ქარხანამ წარმოება 2012 წელს დაიწყო და დღესდღეობით წარმოებაში 400-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. დაფუძნებიდან დღემდე, კომპანიამ წარმოებაში 120 მლნ. ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved