• რეკლამა
  • კონტაქტი
20:08, ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გიორგი გახარიამ და ვახტანგ გომელაურმა შსს-ს 10 თანამშრომელი მედლით „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ დააჯილდოვეს

ალია ავტორი - ალია
12:42 05-31-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
70

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის 10 თანამშრომელი მედლით – „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ დააჯილდოვეს.

„ჩემთვის დიდი პატივია და საამაყოა, მქონდეს შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ მივულოცო პოლიციის დღე თითოეულ თქვენგანს – ოფიცერს, რიგითს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულ შემადგენლობას, მესაზღვრეს, მაშველს, მეხანძრეს, ყველას, ბატონო ვახტანგ, თქვენ გილოცავთ პირველ რიგში, როგორც ამ მნიშვნელოვანი უწყების ღირსეულ ხელმძღვანელს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩართულია ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ღირსება და სამართლიანობა არის უდიდესი ფასეულობა, იმიტომ რომ ყველგან ხართ. ადამიანი, რომელიც ქუჩაში გამოდის, ის სახელმწიფოს პირველ რიგში აღიქვამს თქვენი საშუალებით. აი, ფორმიან ადამიანს ხედავს და მისი ქცევის მოდელი არის სახელმწიფოს მოდელი. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა. რა თქმა უნდა, ყველა ის პოლიციელი და შსს-ს ყველა თანამშრომელი, რომელმაც თავი გაწირა, როგორც კრიმინალთან ბრძოლაში, ასევე ქვეყნის ინტერესების, ერთიანობის, დაცვის კონტექსტში, ყველა უნდა გვახსოვდეს, ყველას პატივი უნდა მივაგოთ, ყველას ოჯახებზე უნდა ვიზრუნოთ, ყველას შვილებს უნდა მივხედოთ, მარტივი ჭეშმარიტებებია ეს ყველაფერი. ის რაც ჩვენს ღირსებას, პოლიციელის მუნდირის ღირსებას აძლიერებს, ეს არის ის ყოველდღიურად რითიც უნდა ვიცხოვროთ, ვისუნთქოთ და ვიმუშაოთ. ეს არის და ეს. კიდევ ერთხელ გილოცავთ და იცოდეთ, რომ მშვიდობის პირობებში, იმაზე უფრო დიდი ღირსება, ემსახურო შენს ქვეყანას და მოქალაქეს, დაიცვა მისი ჯანმრთელობა, სიცოცხლე, მშვიდი ყოველდღიური ცხოვრება, ამაზე უფრო დიდი ღირსება არ არსებობს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

„მე მინდა მოგილოცოთ ყველა თქვენგანს პროფესიული დღე, პოლიციის დღე, არამარტო თქვენ, მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, დაწყებული რიგითიდან – ხელმძღვანელით დამთავრებული. ეს სამი თვე, საგანგებო რეჟიმზე ვიყავით გადასული, ვართ კიდევაც, ვაგრძელებთ. თვეები ოჯახში არ ყოფილხართ, ადგილებზე იყავით დარჩენილი, თითქმის ყველა რეგიონში. იყო შემთხვევები, როდესაც შვილი შეეძინათ, ერთ-ერთი გვყავს – სულხანი და დიდი ხნის განმავლობაში ნანახი არ ჰყავდა შვილი. ვიცით, რა სამსახურსაც ეწევით, თქვენს ჯანმრთელობას, ყველაფერს რისკავთ ისევ ჩვენი მოქალაქეების გადასარჩენად. ძალიან ბევრი გააკეთეთ, არ მინდა, რომელიმე გამოვყო, ყველა დანაყოფი იყო ჩართული და მე მინდა, მადლობა გითხრათ, ყველას მოგილოცოთ კიდევ ერთხელ, წარმატება გისურვოთ, ჯანმრთელობა. ვიცით, თუ რა სამსახურია – წლებია, მეც დიდი ხანია უკვე ამ სტრუქტურაში, ამ სისტემაში ვარ, ოჯახში უვნებლად დაბრუნებას გისურვებთ ყოველთვის. რაც ყოველთვის მძიმეა ჩვენი სამინისტროსთვის, ქვეყნისთვის, ერთი პოლიციელის დაკარგვაც უმძიმესია ჩვენთვის. ამიტომ ჯანმრთელი და მშვიდობიანი დაბრუნებულიყავით ყოველთვის თქვენს ოჯახებში. გილოცავთ კიდევ ერთხელ” – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ I ხარისხის მედალი – „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, პოლიციის პოლკოვნიკ ლაშა გოგნიაშვილს პირადად გადასცა. II ხარისხის მედალი – „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ კი გადაეცათ სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფის თანამშრომლებს: საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი – ოთარ ჭელიძე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ – ავთანდილ ჩიტაძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური – მანუჩარ მარგიანი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი – ალექსანდრე ბირთველიშვილი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი – რამაზ თარაშვილი, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი – ბაკურ კურტანიძე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტი – ტარიელ ალავიძე, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი – ალექსანდრე დადიანიძე, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი – კარლო ურუშაძე.

პოლიციელის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრის სახელით, სამინისტროს 5000-მდე თანამშრომელს სხვადასხვა სახის ჯილდო გადაეცა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved