• რეკლამა
  • კონტაქტი
18:42, ხუთშაბათი, 15 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გიორგი გახარია სააკაშვილის ჩამოსვლაზე – კარიკატურული ფიგურაა – თუ მოხდა სასწაული ოცდამერვეჯერ, მისი ადგილი ციხეშია, თუ ასეთი საოცრება საერთოდ მოხდა, ეს „ოცნებასთან“ შეთანხმებულია

ალია ავტორი - ალია
16:39 09-29-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
23

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, თუკი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას გაბედავს, ეს „ქართულ ოცნებასთან“ იქნება შეთანხმებული.

გახარიას შეფასებით, მმართველი ძალა საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილით აშინებს.

„სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა, „ფეიკ“ რაღაცის დადება, ეს არის „ოცნების“ მიერ მოგონილი ზღაპარი, რომელსაც აგორებენ იმისთვის, რომ თავიანთი მომხრეების მობილიზება მოახდინონ. ამის იქით აქ არაფერი არ არის. თუ სააკაშვილი გაბედავს საქართველოში ჩამოსვლას, ეს რა თქმა უნდა, „ოცნებასთან“ იქნება შეთანხმებული.

ნებისმიერ შემთხვევაში, ისევე როგორც მელია, ეს ხალხი უნდა იყოს ციხეში და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ესენი დღეს რას ამბობენ. უბრალოდ, „ოცნებას“ დღეს დასჭირდა მაშველი რგოლი, რომ ადამიანები რაღაცით შეაშინონ და აშინებენ ამით.

რა მნიშვნელობა აქვს ამას ჩემთვის? არანაირი. ეს ორი ძალა ერთმანეთს ასაზრდოებს და როგორც კი საჭირო ხდება, გამოჩნდება რაღაც აჩრდილი, არავინ არ არის, მისი პოლიტიკური რეპუტაცია ნულია, კარიკატურული ფიგურაა, ერთადერთი მნიშვნელობა თუ რაიმე აქვს, აქვს „ოცნებისთვის“ და ასე გამოაძრობენ ხოლმე, მაშინ როცა გაუჭირდებათ. ორი ობცია არსებობს. პირველი, თუ მოხდა სასწაული ოცდამერვეჯერ, რა თქმა უნდა, მისი ადგილი ციხეშია. თუ ასეთი საოცრება საერთოდ მოხდა, დარწმუნებული ვარ, ეს „ოცნებასთან“ შეთანხმებულია, მის გარეშე ეს წარმოუდგენელია, რაც მოხდება ამის შემდეგ და „ოცნება“ რასაც იკადრებს, ზუსტად იგივე იქნება, რაც მელიას გაუკეთეს – ამნისტია. აგერ ნახავთ ყველა ერთად“, – განაცხადა გახარია.

კითხვაზე, მოჰყვება თუ არა, სააკაშვილის დაკავებას საერთაშორისო ზეწოლა, გახარიამ განაცხადა, რომ ეს ასე არ იქნება. „რა მოყვება? ამას არაფერი მოყვება. ჯერ ერთი, არ ჩამოვა, მეორეც ერთი, ვერ ჩამოვა. ადამიანი, რომელიც საქართველოში გასამართლებული ჩამოვა, რა თქმა უნდა, მისი ადგილი ციხეშია. ამათგან ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ „ოცნებამ“ თუ გაბედა და საერთოდ ხმა ამოიღო, როგორც უკვე ნელ-ნელა დაიწყეს ამნისტიაზე საუბარი, ამას მოყვება მერე ადამიანების, რიგითი მოქალაქეების გაბრაზება და მრისხანება“, – განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved