პრემიერ-მინისტრი პარლამენტს კორონავირუსთან გამკლავების შესახებ ანგარიშს 27 მაისს წარუდგენს. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, გიორგი გახარიამ პარლამენტს შესაბამისი მიმართვა უკვე გაუგზავნა.
„გახსოვთ, ჩვენ დაგპირდით, რომ პარლამენტს და საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა მოისმინოს სრულფასოვანი ანგარიში და ნახოს სრულფასოვანი პოლიტიკური დისკუსია ამასთან დაკავშირებით, ამიტომ გაცნობებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წერილობითი ფორმით და მომდევნო სასესიო კვირაში, 27 მაისს გიორგი გახარია წარდგება პარლამენტის წინაშე კოვიდ-ინფექციასთან და მის მართვასთან დაკავშირებული ანგარიშით, სადაც ჩვენ ვიმსჯელებთ უკვე შესრულებულ სამუშაოზე, ასევე სამომავლო გეგმებზე, რომელიც თითოეული მოქალაქეს აინტერესებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, რეგლამენტის გათვალისწინებით პრემიერ-მინისტრი ივნისში ყოველწლიური ანგარიშითაც მივა პარლამენტში. პროცედურის მიხედვით, წერილობითი ანგარიში საკანონმდებლო ორგანოში 1-ელ ივნისამდე უნდა შევიდეს.
კომენტარები