• რეკლამა
  • კონტაქტი
16:41, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გიორგი გახარია: ასე საყოველთაო ბოდიშის მოხდისთვის დღეს, ამ წუთას მზად არ ვარ

ალია ავტორი - ალია
19:23 05-31-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

ასე საყოველთაო ბოდიშის მოხდისთვის დღეს, ახლა, ამ წუთას, მზად არ ვარ, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსის“ წამყვანის ემა ტუხიაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ჟურნალისტი დაინტერესდა, გამოვიდა თუ არა პრემიერის როლიდან და შევიდა თუ არა ოპოზიციონერის როლში, ასევე, ქართულ პოლიტიკაში გახარიამ დაამკვიდრა ბოდიშის კულტურა და ამ გადმოსახედიდან, ყოფილი პრემიერი, ყოფილი შს მინისტრი, ყოფილი ეკონომიკის მინისტრი, ყოფილი ბიზნესომბუდსმენი ვის და რის გამო მოუხდიდა ბოდიშს?

როგორც გახარიამ აღნიშნა, ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსად თავს უფრო კომფორტულად გრძნობს.

„პირველ რიგში, გამოვედი [პრემიერ-მინისტრის] როლიდან, უაღრესად კომფორტულად ვგრძნობ თავს, თავისუფლების მაღალი ხარისხით, უფრო პერსონალიზირებული და უფრო ფოკუსირებული პასუხისმგებლობის გრძნობით და კიდევ ბევრი სხვა დამატებითი პლიუსია ამ ყველაფერში. თუმცა, რა თქმა უნდა, ის შესაძლებლობები, რომელსაც გაძლევს პრემიერ-მინისტრობა უაღრესად მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მაშინ, როცა გაქვს სურვილი, რომ ეს შესაძლებლობა გამოიყენო მაქსიმალურად ეფექტურად, რაც ხან გამოგვდიოდა და ხან არ გამოგვდიოდა.

რაც შეეხება ბოდიშს, ბოდიშის მოხდას აზრი აქვს მაშინ, როცა ის არის გააზრებული და არის კონკრეტულ ფასეულობებთან დაკავშირებით. მე არ ვარ ადამიანი, რომელიც ბოდიშს იხდის. მაშინ ეს ბოდიში იყო აბსოლუტურად გააზრებული და აბსოლუტურად ფასეულობებზე დაყრდნობითი. ასე საყოველთაო ბოდიშის მოხდისთვის დღეს, ახლა, ამ წუთას მზად არ ვარ, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ცოტა უფრო მეტი დრო რომ გვქონდეს, ასეთ მიზეზებს ვიპოვნიდი“, – განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved