კულტურის მინისტრივით არ ლაპარაკობს, საიდანაც მოვიდა გამოყოლილი აქვს იქაური ტონი, – ასე ეხმაურება იულონ გაგოშიძის შვილი, გიორგი გაგოშიძე თეა წულუკიანის განცხადებას, სადაც კულტურის მინისტრი ამბობს, რომ გელათის პრობლემები მათთან კავშირშია.
როგორც გიორგი გაგოშიძემ აღნიშნა, გელათის პრობლემებში თავს დამნაშავედ არ გრძნობს.
“გელათში ძალიან ცუდი რამეები ხდება და კაციშვილმა არ იცის რახდება, მე ან ნაწილში თავს დამნაშავედ არ ვთვლი. დაკეტილ კარს მიღმა, რომ ვიღაცა, რაღაცას შრომობს ეგარის. ეგ (წულუკიანი) კულტურის მინისტრივით არ ლაპარაკობს. საიდანაც მოვიდა იქედან გამოყოლილი აქვს იქაური საუბრის ტონი და კილო. საფრთხეს ყველა მხრიდან ვგრძნობთ ჩვენ რასაკვირველია.. პირდაპირ ხდება ჩემს ოჯახზე ზეწოლა. ხნიერ კაცზე ხდება ზეწოლა”, – აცხადებს გიორგი გაგოშიძე.
ცნობისთვის, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა იულონ გაგოშიძეს საბჭოეთში და ბომბონერში გამოზრდილი მეცნიერი უწოდა.














კომენტარები