• რეკლამა
  • კონტაქტი
13:39, ხუთშაბათი, 3 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გიორგი გაბიტაშვილი: ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ პროკურატურა მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს

ალია ავტორი - ალია
11:00 07-18-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
74

ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ პროკურატურა მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას უკვე წლებია ახორციელებს. ბოლო წლებში სტაბილურად იზრდება ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელ პირთა, ქურდული სამყაროს წევრობის, კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდამჭერების მიმართ დევნის და მსჯავრდების მაჩვენებელი – ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გაბიტაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, 2022-2023 წლებში დევნა დაიწყო 388 ნარკორეალიზატორის და ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებულ დანაშაულებში მხილებული 165 პირის მიმართ. ხოლო განაჩენები გამოტანილი იქნა 291 ნარკორეალიზატორის და ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული 170 პირის მიმართ.

„მართალია, ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) არ არის ჩვენს ქვეყანაში ფართოდ გავრცელებული დანაშაული, თუმცა, მისი ხასიათიდან გამომდინარე, ნებისმიერი შემთხვევას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა და მნიშვნელოვანია მკაცრი პოლიტიკის შენარჩუნება. ჩვენს ქვეყანას ტრეფიკინგთან ბრძოლის შედეგიანი პოლიტიკა აქვს, რასაც ცხადყოფს ის ფაქტიც, რომ საქართველო უკვე მე-9 წელია ინარჩუნებს ადგილს „პირველ კალათაში“.“ – აღნიშნა გიორგი გაბიტაშვილმა.

გიორგი გაბიტაშვილის განცხადებით, ტრეფიკინგის ცალკეული შემთხვევების პრაქტიკის გათვალისწინებით, ყურადღება უნდა გამახვილდეს შრომით ტრეფიკინგზე, მათ შორის, ბავშვთა შრომითი ტრეფიკინგის შემთხვევებზე. პროკურატურამ, საგამოძიებო უწყებებთან თანამშრომლობით, აქტიურად უნდა გააგრძელოს ტრეფიკინგის მახასიათებლების კვლევა.

„ზოგადად, სისხლის სამართლის პოლიტიკა ნარკოტიკების გამსაღებლების, ადამიანებით მოვაჭრეების, ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებულ დანაშაულებში ჩართული პირების მიმართ მკაცრია და ვითხოვთ პატიმრობას. მკაცრია სასამართლოს განაჩენების საფუძველზე დანიშნული სასჯელებიც და, როგორც წესი, არ ფორმდება საპროცესო შეთანხმება. ამ პოლიტიკას შევინარჩუნებთ და საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შეღავათებს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოვიყენებთ.“ – განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა

ასევე მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ დანაშაულების გამოძიებისას და ფულის გათეთრების გამოსავლენად, გაძლიერდეს პარალელური ფინანსური გამოძიების პრაქტიკა.

როგორც გიორგი გაბიტაშვილმა აღნიშნა, ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელ პირთა მიმართ არსებულ ლიბერალურ პოლიტიკას, ის მომავალშიც შეინარჩუნებს. ხოლო განჭვრეტადობისა და ერთიანი მიდგომების დასანერგად აუცილებელია, შემუშავდეს სახელმძღვანელო მითითება აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების და საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატ გიორგი გაბიტაშვილს უსმენენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?
ახალი ამბები

სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?

09:00 09-03-2026
სამედიცინო ინვენტარი
ახალი ამბები

რატომ არის ჟანგბადის ბალონის სწორად შერჩევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი? – სამედიცინო ინვენტარის ქირაობა

21:48 09-02-2026
შეუძლია, თუ არა, რობოტს ქირურგის ჩანაცვლება? – ყველაფერი რობოტულ ქირურგიაზე
ახალი ამბები

შეუძლია, თუ არა, რობოტს ქირურგის ჩანაცვლება? – ყველაფერი რობოტულ ქირურგიაზე

19:44 09-02-2026
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა

18:48 09-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved