• რეკლამა
  • კონტაქტი
07:44, შაბათი, 19 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გიორგი დანელიამ საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობა დატოვა

ალია ავტორი - ალია
11:58 07-03-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
164

გიორგი დანელიამ საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობას გიორგი ჭიჭინაძე შეასრულებს, რომელიც 2018 წლის 1-ელი ნოემბრიდან საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილეა.

გიორგი დანელიას თქმით, კერძო სექტორში, კონკრეტულად კი საბანკო სფეროში გააგრძელებს მუშაობას.

„ძვირფასო მეგობრებო, საპენსიო რეფორმა ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფეხურია, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს როგორც ეკონომიკის მდგრად განვითარებაში, ასევე საფუძველი უნდა დაუდოს მოქალაქეთა სოციალურ უსაფრთხოებას. ვამაყობ, რომ ბოლო 2.5 წლის განმავლობაში ვმუშაობდი საპენსიო სააგენტოს გუნდთან ერთად, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა ამ დიდი სამუშაოს განხორციელება. ცხადია, რომ, ისევე როგორც ყველა მნიშვნელოვან საქმეს, საპენსიო რეფორმასაც, უამრავი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კონტექსტიდან გამომდინარე, სირთულე და გამოწვევა ახლდა თან. მაგრამ ჩვენმა გუნდმა ამ პერიოდში არა მხოლოდ დასძლია ყველა ეს სირთულე, არამედ ასევე განახორციელა არაერთი საიმედო ინვესტიცია და სქემის მონაწილეებს მოუტანა 500 მილიონ ლარზე მეტი მოგება. პარალელურად, ჩვენი მოქალაქეებისთვის უფრო ეფექტური, სანდო და ხარისხიანი მომსახურებისთვის ჩვენ დავიწყეთ სააგენტოს სერვისების სრული დიჯიტალიზაცია, დავხვეწეთ საოპერაციო მიმართულება, გავაფართოვეთ

სერვისის მიწოდების გეოგრაფიული არეალი. ამის შედეგად მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ მთელი ქვეყნის მასშტაბით იუსტიციის სახლებში მიიღონ სააგენტოს ნებისმიერი მომსახურება. ჩვენ ასევე დავნერგეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტები, რის შედეგადაც უკვე ამ წლის მაისში სააგენტომ წარმატებით გაიარა ISO27001 სერტიფიცირების პროცესიც. სააგენტო არის მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე. მის მიერ განხორციელებული ყველა აქტივობა ასახულია საინვესტიციო თუ საოპერაციო დოკუმენტებში, რომლებიც პროაქტიულად ქვეყნდება სააგენტოს ვებგვერდზე და სხვადასხვა სოციალურ პლატფორმებზე. მიმაჩნია, რომ საპენსიო ფონდში ჩემი მისია დასრულებულია. უწყება უკვე ჩამოყალიბდა ძლიერ სახელმწიფო ინსტიტუტად, რომელიც ღირსეულ როლს ითამაშებს ქვეყნის შემდგომ განვითარებაში და რომელსაც (დარწმუნებული ვარ) კარგად გაუძღვებიან ჩემი შემცვლელები. ამ ეტაპზე მე ვინაცვლებ კერძო სექტორში, კონკრეტულად კი, საბანკო სფეროში და იქიდან ვეცდები, ჩემი წვლილი შევიტანო ეკონომიკის შემდგომ განვითარებაში. მინდა, მადლობა გადავუხადო რეფორმის განვითარებაში ჩართულ ყველა ადამიანს, მადლობა მედიას თანამშრომლობისთვის. მადლობა ჩვენს პარტნიორებს, ეროვნულ ბანკს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, მსოფლიო ბანკს, საერთაშორისო სავალუტო ფონდს, აზიის განვითარების ბანკს და სხვებს. ასევე, მადლობა USAID-ს, რომელთან ერთადაც შევქმენით სააგენტოს განვითარების 3-5-წლიანი სტრატეგია. მადლობა სააგენტოს სამეთვალყურეო და საინვესტიციო საბჭოებს ნდობისთვის, მუდმივი მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის. ბოლოს, კიდევ ერთხელ, განსაკუთრებული მადლობა სააგენტოს მთელ გუნდს. თქვენი საქმისადმი დამოკიდებულება, პროფესიონალიზმი და თავდადება არის რეფორმის წარმატების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი. დარწმუნებული ვარ, თქვენი შრომის შედეგებს კიდევ ბევრი წლის განმავლობაში დავინახავთ სქემის მონაწილეები. წარმატებები“, – წერს სოციალურ ქსელში დანელია.

 

გიორგი დანელია საპენსიო სააგენტოს 2020 წლის 15 დეკემბრიდან ხელმძღვანელობდა. როგორც ცნობილია, ახალი დირექტორი კონკურსის გზით შეირჩევა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს – თიბისი
ახალი ამბები

2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს – თიბისი

18:59 07-18-2025
თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines საქართველოში პირველ სამოგზაურო ბარათს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines საქართველოში პირველ სამოგზაურო ბარათს ქმნიან

15:54 07-18-2025
თიბისი უზბეკეთი ნეობანკინგის კატეგორიაში მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფინტექად დასახელდა
ახალი ამბები

თიბისი უზბეკეთი ნეობანკინგის კატეგორიაში მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფინტექად დასახელდა

11:39 07-18-2025
რას იწვევს აორტის სარქველის პათოლოგიების დაგვიანებული დიაგნოსტიკა და რომელია ყველაზე საშიში ფორმა?
ახალი ამბები

რას იწვევს აორტის სარქველის პათოლოგიების დაგვიანებული დიაგნოსტიკა და რომელია ყველაზე საშიში ფორმა?

15:07 07-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved