ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის დედის, ეკა წერეთელის თქმით, ციხეშ მყოფ ჩიკვაიძეს მშობლებთან პირისიპირ შეხვედრა აუკრძალეს.
,,დაიწყეს ზეწოლა ჩემს შვილ, პოლიტპატიმარ გიორგი ჩიკვაიძეზე გლდანის მე-8 დაწესებულებაში. მას აუკრძალეს პირისპირ შეხვედრა მშობლებთან, რასაც თვითონ და ოჯახი უკავშირებს გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათში“ გასულ მის რეპორტაჟს. ეს აკრძალვა დაუწესეს პატიმარს, რომელიც ეტლს მიაჯაჭვეს ციხეში. ასე დაიწყო თავისი საქმიანობა გლდანის მე-8 დაწესებულების ახალმა დირექტორმა, რამაზ ფირცხალავამ. არ გირჩევთ ასეთ საქციელს”, – წერს ეკა წერეთელი.
კომენტარები