ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი პატიმრობიდან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა.
პროკურატურა განმარტავს, რომ “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილმა ხელმძღვანელმა სრულად აღიარა დანაშაული ყველა სისხლის სამართლის საქმეზე, ასევე სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან – აანაზღაურა ზიანი, რისთვისაც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება ჯარიმასა და პირობით მსჯავრზე. მას პროკურატურა რამდენიმე საქმეზე ედავებოდა, მათ შორის თანხობრივად ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ე.წ. “ბიტკოინების საქმე”, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი დავობდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილის მიერ “ქართუ ბანკიდან” მიღებული კრედიტით განხორციელებული საინვესტიციო პროექტით გიორგი ბაჩიაშვილმა დიდძალი შემოსავალი მიიღო, თუმცა არ შეასრულა ვალდებულება და მას შეთანხმებით გათვალისწინებული სარგებელი არ გაუნაწილა, რაც ბრალდების თანახმად, 9000 ბიტკოინს შეადგენდა (დღევანდელი ღირებულებით 606 მილიონი დოლარი). გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატები კი მიუთითებდნენ, რომ “ქართუ ბანკის” სესხი წარმოადგენდა ჩვეულებრივ საკრედიტო შეთანხმებას და მიღებული მოგების განაწილება მასში არ შედიოდა. უცნობია ნიშნავს, თუ არა პროკურატურის განცხადების შესაბამისად, “ზიანის ანაზღაურება” ამ 9000 ბიტკოინის ივანიშვილისთვის გადაცემას. პროკურატურის თანახმად, საპროცესო შეთანხმების სრული პირობები კონფიდენციალურია.
„თანაინვესტირების ფონდის” ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა სრულად აღიარა დანაშაული ყველა სისხლის სამართლის საქმეზე. ასევე სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან, აანაზღაურა ზიანი რის საფუძველზეც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე და ჯარიმაზე”, – განაცხადეს გენერალურ პროკურატურაში.














კომენტარები