• რეკლამა
  • კონტაქტი
07:22, ორშაბათი, 12 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე ბიძინა ივანიშვილი სასამართლოში 5 თებერვალს დისტანციურად მისცემს ჩვენებას

ალია ავტორი - ალია
11:29 02-03-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
388

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი 5 თებერვალს საკუთარ საქმეზე, სადაც დაზარალებულია, ხოლო ბრალდებული თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილია, ჩვენებას მისცემს.

დღევანდელ სხდომაზე პროკურატურამ ივანიშვილის, როგორც დაზარალებულის დისტანციურად, ტექნიკური საშუალების გამოყენებით დაკითხვა მოითხოვა. ამის საფუძვლად პროკურორმა მათ შორის, დაზარალებულის უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაასახელა.

დაცვის მხარის შეფასებით, ბრალდების მხარის შუამდგომლობა დაუსაბუთებელია. ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა შეკითხვით მიმართა, პროკურორ მიხეილ სადრაძეს, თუ რა ადგილიდან უნდა მოხდეს ბიძინა ივანიშვილის დაკითხვა, რადგან ამის დაკონკრეტებას კანონი ითხოვს.

აღნიშნულზე სადრაძემ უპასუხა, რომ იმ ადგილიდან მოხდება დაზარალებულის დაკითხვა, რა მისამართიც გამოძიების ოქმშია მითითებული, კერძოდ კი, სოლოლაკიდან.

ადვოკატის განმარტებით, პროკურორმა შუამდგომლობაში 2 მიზეზი მიუთითა, რის გამოც ივანიშვილის დისტანციურად დაკითხვას ითხოვდა, კერძოდ კი, დაზარებულის ასაკი და სხდომის ხანგრძლივი ვადით მიმდინარეობა, ასევე ივანიშვილის უსაფრთხოების საკითხი.

მახარაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი გამოძიების ეტაპზე გამოკითხვაში 5 საათზე მეტი დროით იღებდა მონაწილეობას, თან ისე, რომ მას შესვენებაც არ მოუთხოვია. ადვოკატის თქმით, დაუსაბუთებელია პოზიცია, რომ ასაკის გამო ის ვერ შეძლებდა გამოცხადებას.

ამასთან, მახარაშვილის განმარტებით, დაუსაბუთებელია მისი უსაფრთხოების ნაწილიც. კერძოდ კი, ადვოკატის თქმით, დაზარალებული პროკურატურაში გამოიკითხა, სასამართლოც ადმინისტრაციული შენობაა და საჭიროების შემთხვევაში, ივანიშვილის უსაფრთხოება დაცული იქნება.

აღნიშნულზე პოზიცია დააფიქსირა ბაჩიაშვილმაც და აღნიშნა, რომ მისი მოლოდინი გამართლდა.

“მე ვთქვი, რომ ივანიშვილი აქ არ გამოცხადდებოდა და ეს სასამართლო ამის ასაცილებლად ვერაფერს გააკეთებდა. ბიძინა ივანიშვილი საჯაროდ გამოდიოდა, მისი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყო. შეუძლებელია იმის თქმა, რომ მისი ამ დარბაზში უსაფრთხოება ვერ იქნება უზრუნველყოფილი. ეს გამოძიება მისი შეთხზული შურისძიებაა. ბატონო მოსამართლე, გთხოვთ, ნუ გახდებით იარაღი სხვის ხელში, მოიყვანეთ ივანიშვილი აქ”,- განაცხადა ბაჩიაშვილმა.

აღნიშნულზე მოსამართლე გიორგი გელაშვილმა განაცხადა, რომ მსგავსი განცხადებები სასამართლოს შეურაცხყოფაა და რომ “სასამართლო მხოლოდ კანონის და ფიცის ერთგულია”. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბიძინა ივანიშვილი, 5 თებერვალს, დისტანციურად ტექნიკური საშუალების გამოყენებით დაიკითხება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved