სინდისის პატიმარ გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება – სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 17:00 საათზე არის დანიშნული.
დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა საბოლოო სიტყვის უფლებით უნდა ისარგებლოს, რის შემდეგაც, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა.
გასულ პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, იქამდე კი თავად ბრალდებულმა მისცა სასამართლოს ჩვენება.
ექიმი გიორგი ახობაძე, რომელიც საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე იყო, 7-8 დეკემბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.
კომენტარები