აღმოსავლეთმცოდნე ზურა ბატიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„გინება მიუღებელიაო, მაგრამ თავადაც იგინებიან და სხვებსაც ამისკენ მოუწოდებენ. და იგინება ამ ქვეყანაში პრემიერი, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, მუსიკოსები და ა.შ.არადა ადამიანმა ევოლუციისას შეძლო ბრაზისა და ზიზღის მართვა და ეს არის ერთ-ერთი (მაგრამ არა ერთადერთი) ის ფაქტორი, რითაც იგი ცხოველისგან განსხვავდება. მაგრამ ევოლუცია შეუქცევადი არაა და ზოგჯერ ადამიანი ისევ ველურ ფესვებს უბრუნდება.გინებაც სხვა არაფერია, თუ არა ველური პათოლოგიური აზროვნების გადმონაშთი, რომელიც ქალის სხეულის შეურაწყოფას ეფუძნება. ჩვენ ისტორიაშიც იყო შემთხვევა XI საუკუნეში, როდესაც ბაგრატ IV-მ ლიპარიტ ბაღვაშის ცოლი გააუპატიურა. ამ უკანასკნელმა კი ბაგრატის დედა ჩაიგდო ხელთ და “სამაგიერო გადაუხადა”.რეალურად გინების ასე გავრცელება აჩვენებს ჩვენი საზოგადოების განათლების (უფრო სწორად, გაუნათლებლობის) დონეს.მეორეს მხრივ, გინება ნერგავს ნიჰილიზმს, რომ “არაფერი გვეშველება”.ამასთან, გინების ასე გავრცელება, სხვა ბევრ ფაქტორთან ერთად, თრგუნავს ჯანსაღი ძალების პოლიტიკაში მოსვლის შესაძლებლობასაც. ძალიან მიჭირს სტუდენტებს მოვუწოდო მივიდნენ იმ პოლიტიკურ გარემოში, სადაც გინება მიღებული ნორმაა.ჩემი სტატუსების ქვეშ ვინც ერთმანეთს აგინებს, გაუფრთხილებლად ვშლი და ვბლოკავ. მაგრამ აქ ინდივიდუალური გამოსავალი არ არსებობს. გინების, ისე როგორც ბევრი სხვა სიველურის აღმოფხვრის ერთადერთი საშუალება განათლებაა, რომელსაც 30 წლის განმავლობაში არაფერი ეშველა არცერთი ხელისუფლების დროს. სკოლა და მასწავლებლები ამ ქვეყანაში ძირითადად წინასაარჩევნოდ ახსენდებათ ხოლმე. რეალურად ხომ ამ ქვეყანაში თითქმის ყველა ინსტიტუტი დასაშლელი და ხელახლა ასაშენებელია.“
კომენტარები