• რეკლამა
  • კონტაქტი
19:18, ოთხშაბათი, 21 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გინდათ გაიგოთ, ეპიდემიას ვაკონტროლებთ, თუ არა? აი, ეს არის ინდიკატორი – გიორგი ფხაკაძე

ალია ავტორი - ალია
19:50 03-05-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
64

„ალიას“ ესაუბრება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი გიორგი ფხაკაძე:

– შეზღუდვების ერთბაშად მოხსნის წინააღმდეგი ხართ, როგორც მივხვდით, მკაცრად გააკრიტიკეთ მთავრობის გადაწყვეტილება შეზღუდვების დიდი ნაწილის მოხსნის შესახებ. ასეა?

– თავიდან მე ვიყავი მკაცრი შეზღუდვების მომხრე – ქვეყანა არ იყო მომზადებული, გარდა ამისა, ჩვენ არ ვიცოდით, რა ვირუსი იყო, რამდენი პროცენტი ჰქონდა სიკვდილიანობა – არაფერი ამ ვირუსზე არ ვიცოდით. პირველი ჩაკეტვის დროს მთავრობა სწორად მოიქცა. მეორე ჩაკეტვის დრო, სახელმწიფო თვითდაჯერებული იყო, არა მხოლოდ საქართველომ, ბევრმა ქვეყანამ დაუშვა იგივე შეცდომა, პირველი ტალღა კარგად გადავიტანეთ და მეორესაც კარგად გადავიტანთო, თვლიდნენ. საბოლოო ჯამში, მოხდა ის, რაც ვნახეთ ნოემბერში. ახლა ვირუსთან ერთად გავიარეთ 1 წელი, უკვე ვიცით ვირუსის მართვა, რა მუშაობს, რა არ მუშაობს, ვიცით მკურნალობა – ბევრი რამ ვიცით, მომზადების კუთხით მსოფლიოს აქვს წინ გადადგმული ნაბიჯი. მექანიკურ ჩაკეტვას და გაღებას აზრი არა აქვს. მე როცა ჩაკეტვების მომხრე ვიყავი, იმედი მქონდა, რომ საქართველოს მთავრობა მოემზადებოდა, მაგრამ ასე არ ხდება, კეტავენ და აღებენ. ვხედავდი, რომ მთავრობა მარტო პოპულიზმით იყო დაკავებული და შედეგი არ გვქონდა, კი, ბატონო, მაშინ გახსენით, ოღონდ მკაცრი რეგულაციებით. მაგრამ არის რაღაცები რაც არ შეიძლება, მაგალითად, მეტრო – მეტროს გახსნა იყო ყველაზე დიდი შეცდომა. დაწესებულებებმა თავად უნდა მიიღონ ახლა გადაწყვეტილება, ბიზნესი როგორ გადაიტანონ გარეთ, როგორ იმუშავებ უსაფრთხოდ. ყველას უნდა გავაგებინოთ რომ შიდა სივრცეში მუშაობა, გინდ ოფისი იყოს და გინდ რესტორანი – სახიფათოა. 2 კვირაში უკვე დათბება შედარებით, შეიძლება ფანჯრები გავაღოთ და ა.შ. არ დაგვავიწყდეს, რომ ზაფხული მოდის და დავიწყებთ კონდიციონერების გამოყენებას, რომელიც აკრძალული უნდა იყოს სასტიკად. უნდა გაეხსნათ ნაწილ-ნაწილ და ფრთხილად. ჩვენ დავდივართ ახლა თხელ ყინულზე და როდის ჩავვარდებით, არავინ იცის. მთავარი ხომ არ არის, რომ დღეს გავხსნათ და ხვალ დავიკეტოთ, მთავარია, გრძელვადიან პერსპექტივაში გავიხსნათ და არ ვიყოთ ჩაკეტილები. კითხულობენ, შიმშილი მოგვკლავს, თუ კოვიდი, რა აზრის აქვსო და ეკონომიკისათვის ასეთი გაუაზრებელი, ნაჩქარევი გახსნა უფრო მტკივნეული იქნება, თუ ქვეყანა ასე დაუგეგმავად გაიხსნა, ასევე დაუგეგმავად შეიძლება ჩაიკეტოს. ქვეყანა უკვე 1 წელია ჩაკეტილია, უნდა გაიხსნას, მაგრამ ვიმეორებ, რეგულაციებით და კონტროლით. ვიცით, რომ მუშაობს ხელების დაბანა, სამედიცინო პირბადე და დისტანცია. ერთბაშად გახსნა იყო ნაჩქარევი, გახსნა უნდა მომხდარიყო ნელ-ნელა. ყველა ბიზნესი უნდა გაიხსნას ნელა-ნელა და მკაცრი რეგულაციებით!  მეორე – უნდა მოხდეს მკაცრი ეპიდემიოლოგიური კონტროლი – უნდა გაძლიერდეს ტესტირება და მესამე, რაც ასევე ძალიან მთავარია, ქვეყნის მიყვანა კლასტერებამდე.

– რას გულისხმობთ კლასტერებამდე მიყვანაში?

– პირველი და მეორე ტალღის დროს, ჩვენ ვსაუბრობდით კლასტერებზე. კლასტერები რას ნიშნავს – ტესტირებისას, ავლენ ინფიცირებულებს, ახდენ მისი და მისი კონტაქტის იზოლაციას.

– კი, ეგ ვიცით, მაგრამ ახალი შემთხვევების რიცხვმა რომ მოიმატა, ჩვენ გვითხრეს, კლასტერების თვლას და ნახვას, აზრი ეკარგებაო!

– ეს დიდი შეცდომაა, პირიქით, კლასტერებზე მუშაობა არასოდეს უნდა შეჩერებულიყო და არც ახლა უნდა შეჩერდეს, კლასტერი საშუალებას გაძლევს გამოიჭირო ინფიცირებულები და მინიმუმამდე შეამცირო ამით ვირუსის გავრცელება. სანამ კლასტერებამდე არ დავალთ, ეპიდემიას ვერ ვაკონტროლებთ. ეს არის ერთ-ერთი ინდიკატორი – გინდათ გაიგოთ, ეპიდემიას ვაკონტროლებთ, თუ არა? იმ შემთხვევაში თუ ქვეყანა იტყვის, რომ გვაქვს, მაგალითად, 40 კლასტერი, აჰა, ე.ი. ჩვენ ვიცით ყველა წყარო, ყველა ვინც არის ინფიცირებული და ვაკონტროლებთ. ეს არის ეპიდემიის კონტროლი და როცა კლასტერები არა გაქვს ქვეყანაში, ესე იგი ეპიდემია არის უკონტროლო – ძალიან მარტივია.

– საქართველოში მაცხოვრებელი ექიმების დიდი ნაწილი ეთანხმება შეზღუდვების მოხსნას – რატომ ხართ ასეთ განსხვავებულ აზრზე უცხოეთში მომუშავე ექიმები?

– ძალიან ბევრი არაადეკვატური კომენატრი მესმის. საქართველოში არა გვაქვს უწყვეტი სამედიცინო განათლება. ბევრი ქართველი ექიმი აცდენილია თანამედროვე მედიცინას. იშვიათად თუ ვინმე ეცნობა თანამედროვე მედიცინის მიღწევებს. სამწუხაროდ, კვალიფიკაცია ჩვენი ექიმების და განვითარების დონე არის ძალიან, ძალიან ჩამორჩენილი. ისეთ კომენტარებს ვისმენ ექიმებისგან, გული მისკდება ზოგჯერ. გადახედეთ ჩვენ ექიმებს, ცნობილებს და არაცნობილებს, სახელებს და გვარებს არ ვიტყვი, როცა ექიმი არის რომელიღაცა ფარმა კომპანიის წარმომადგენელი და რეკლამას უკეთებს, იმ ექიმის დამოუკიდებლობა, იმ დღიდან მთავრდება. ერთი ახალგაზრდა ექიმი ვნახე გუშინ, როგორ აკეთებდა ერთ-ერთი ფარმა კომპანიის რეკლამას და პირდაპირი გაგებით, ცუდად გავხდი. გადახედეთ ექიმების სოციალურ გვერდებს და ნახეთ, ვინ რის რეკლამას აკეთებს. ის ფარმა კომპანია შენ ფულს გიხდის და ხომ ვერ წახვალ დამსაქმებლის წინააღმდეგ?  ქართველი ექიმების დიდი ნაწილი, ზოგი პოლიტიკაშია, ზოგი ფარმა კომპანიაში, ზოგი ტელევიზიაში მუშაობს, პირდაპირ დამოკიდებულნი არიან ვიღაცაზე და ან ვერ ამოიღებს ხმას, ან თუ ამოიღებს – ეშინია სამსახურის დაკარგვის. იგივეა სახელმწიფო სამსახურის შემთხვევაშიც, ექიმი თუ მუშაობს სახელმწიფო დაწესებულებაში, ეს სახელმწიფო ხელფასს უხდის, როგორ იქნება დამოუკიდებელი?

– თქვენ რა რეგულაციას დაამატებდით?

– საქართველოში უნდა იყოს გაყიდვაში მხოლოდ და მხოლოდ სამედიცინო პირბადე. ყველგან სადაც უნდა წახვიდე, პირბადე უნდა იყოს 1 სტანდარტის. ხალხი დაბნეულია, მაღაზიაში სთავაზობენ 10 სხვადასხვა სახის პირბადეს. ვინმემ უნდა აუხსნას, რომელი პირბადე გამოიყენოს, ამას მე კი არა, მთავრობა უნდა აკეთებდეს. დაადგინონ წესი, რომ ჩვენთან შემოდის მხოლოდ ასეთი პირბადე და მორჩა. ამბობს ზოგი, ვერ ვიკეთებ პირბადეს, ვიხრჩვებიო – ზღაპრებია ეს, არ არის სამედიცინო პირბადე ალერგიული, არც არავინ იხრჩვება ამ პირბადით, ესაა ტყუილი.

– შავი, არასამედიცინო პირბადით მივიდა პრემიერ ღარიბაშვილი სხდომაზე. არ ვიცი ეს რას ნიშნავს, ვირუსის არ სჯერა, ექიმების რეკომენდაციას არ ენდობა?

– მაგაშია საქმე, გერმანიამ მიიღო გადაწყვეტილება მიიღოს ერთი ტიპის პირბადე – არის რამდენიმე ტიპის სამედიცინო პირბადე და ერთ-ერთ აირჩია გერმანიამ და გახადა სავალდებულო მისი გამოყენება. მოსახლეობისათვის რთული გასაგებია, რომელია ხარისხიანი, რომელი არა, სახელმწიფომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ეს არის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყველაზე დიდი ჩავარდნა, რადგან დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, თავის დროზე, ბევრ არასამედიცინო პირბადეზე გასცა თანხმობა…

– არათუ თანხმობა, არასამედიცინო პირბადეების რეკლამირება ხდება.

– დიახ, ვიცი. სამედიცინო პირბადე უნდა იყოს ხელმისაწვდომი, უნდა იყოს სტანდარტი დაწესებული და მეტსაც გეტყვით, სექტემბრიდან მოყოლებული, ჩვენ უკვე სახელმწიფო დონეზე დაწესებული გვაქვს ასეთი სტანდარტი – მაგრამ ამას სჭირდება აღსრულებაც, სხვა პირბადე ქვეყანაში არ უნდა შემოვიდეს! ამით დავიცავთ მოსახლეობას. თუ ხელმისაწვდომობაზე ვსაუბრობთ, პირბადე ყველგან უნდა იყოს, ყველა მაღაზიაში და 15 თეთრზე ძვირი არ უნდა ღირდეს. ერთი სააფთიაქო ქსელი თუ ყიდის 14 თეთრად, კითხვა არ გებადებათ, სხვა კომპანიები რატომ ყიდიას უფრო ძვირად?

თამო კეშელავა, ალია

თეგები: გიორგი ფხაკაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაწევრიანდეს Runners Club-ში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაწევრიანდეს Runners Club-ში

16:06 05-21-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

11:39 05-21-2025
პრემია „ელისოს“ 2025 წლის ჟიურის შემადგენლობა ცნობილია
ახალი ამბები

პრემია „ელისოს“ 2025 წლის ჟიურის შემადგენლობა ცნობილია

14:50 05-20-2025
ფრანგი სპეციალისტების პრეზენტაცია ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი გამაღდეს (Gamarde) PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის
ახალი ამბები

ფრანგი სპეციალისტების პრეზენტაცია ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი გამაღდეს (Gamarde) PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის

14:30 05-20-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved