• რეკლამა
  • კონტაქტი
03:47, შაბათი, 27 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გიგი უგულავა:”ივანიშვილის ინტერესი იყო ხაზარაძის დასჯა, ანაკლიის პროექტის ჩაშლა და ასევე მას აქვს კონკრეტული ფინანსური ინტერესები ინდუსტრიულ ზონაში ფოთში და ამ თვალსაზრისით ყველანაირი კონკურენტი მოიშორა”

ალია ავტორი - ალია
12:03 01-11-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
60

“სასჯელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური, რაც კიდევ უფრო მეტად დაძაბავს სიტუაციას და საქართველოს დააშორებს დასავლურ პარტნიორებს,”- ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთო წერეთლის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლო პროცესი თავიდანვე იყო პოლიტიკურად მოტივირებული და თუ დაავალებენ მურუსიძის სასამართლოს შეიძლება სისტემამ უკან დაიხიოს, იმიტომ, რომ უბრალოდ ჩათვალოს, რომ არ აწყობდეს.

“ეს სასამართლო პროცესი თავიდანვე იყო პოლიტიკურად მოტივირებული და ასეთად დარჩა ბოლომდე. საქმეში, სადაც არ არსებობს დაზარებული, მომჩივანი, საქმე, რომელიც ყველა პარამეტრით ხანდაზმულია, თეთრი ძაფით არის ნაკერი და ინტერსიც გასაგებია. ივანიშვილის ინტერესი იყო ხაზარაძის დასჯა, ანაკლიის პროექტის ჩაშლა და ასევე მას აქვს კონკრეტული ფინანსური ინტერესები ინდუსტრიულ ზონაში ფოთში და ამ თვალსაზრისით ყველანაირი კონკურენტი მოიშორა.

ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი. თუ დაავალებენ მურუსიძის სასამართლოს შეიძლება სისტემამ უკან დაიხიოს, იმიტომ, რომ უბრალოდ ჩათვალოს, რომ არ აწყობდეს, თუმცა ისეთი გაქანება აქვთ აღებული ამათ, რომ არაფერს გამოვრიცხავ. საქმიდან არ გამომდინარეობს არც ბრალი და არც სასჯელი.

სასჯელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური, რაც კიდევ უფრო მეტად დაძაბავს სიტუაციას და საქართველოს დააშორებს დასავლურ პარტნიორებს. ჩვენ ყოველდღიურად დავემსგავსეთ აზიური ტიპის ნახევრად შემდგარ სახელმწიფოს, სადაც ავტოკრატია ბატონობს, სადაც ოპოზიციას და თავისუფალ მედიას დევნიან და ასეთ ქვეყანად ვყალიბდებით და ეს საქმეც ამის დადასტურებაა“, – განაცხადა უგულავამ.

ცნობისათვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს შესაძლოა ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე საბოლოო განაჩენი გამოაცხადოს. 

ბრალდებულების – მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი უკვე დაიწყო.

პროცესი მხარეების რეპლიკებით განახლდება, რის შემდეგაც, ბრალდებულები საბოლოო სიტყვებს წარმოთქვამენ. სიტყვის წარმოქმნის შემდეგ, მოსამართლე შესაძლოა, განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდეს, ან ადგილზევე გამოაცხადოს გადაწყვეტილება.

მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს ბრალი 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წაუყენეს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved