“ევროპული საქართველოს“ ლიდერს გიგა ბოკერიას კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილი წერს.
“მიწისძვრის დროს მეძინა და გამაღვიძა.
კესოსთან გავიქეცი. მეთქი ხო არ შეეშინდა.
მაგიდის ქვეშ იჯდა წყნარად. აქ რა გინდა მეთქი და სკოლაში მასწავლესო.
პ.ს. და გიგას კოვიდი დაუდასტურდა, სიმპტომები თითქმის არ აქვს. ასე რომ, ცოტა ხნით მოგერიდებით.
ჩვენამდეც მოაღწია, მართალია დასუსტებულმა, მაგრამ მაინც“, – წერს ჩერგოლეიშვილი.
კომენტარები