მკვლელობა ვერაზე – გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი ანგარიშსწორების საქმეს საგამოძიებო უწყება ჩაერთო. უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ დაკავებულია გიჩო მარგველაშვილის დაცვის სამსახურის თანამშრომელი.
ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობისა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების მუხლით დაიწყო.
„ქალაქ თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე დაკავებულ იქნა შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი კ.კ.“- აღნიშნეს ბრიფინგზე.
კომენტარები