• რეკლამა
  • კონტაქტი
09:58, შაბათი, 24 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გია ნოდია: ბიძინა ივანიშვილი უნდა განვიხილოთ, როგორც განსაკუთრებით მძიმე განსაცდელი

ალია ავტორი - ალია
12:43 04-30-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,199

ბიძინა ივანიშვილი უნდა განვიხილოთ, როგორც განსაკუთრებით მძიმე განსაცდელი თუ გამოცდა, რაც ღმერთმა საქართველოს მოუვლინა. შეგიძლიათ ეს რელიგიურად გაიგოთ თუ სეკულარულად: რეალობა ორივე შემთხვევაში ერთია. – ამის შესახებ ანალიტიკოსი საერთაშორისო საკითხებში გია ნოდია სოციალურ ქსელში წერს:

“ბიძინა ივანიშვილის გამოსვლამ დაადასტურა, რაზეც ეჭვი დიდი ხანია მქონდა – რომ ამ კაცს მართლა სჯერა იმისა, რასაც „გლობალური ომის პარტიაზე“ ლაპარაკობს. ეს ადამიანი ბოდვაშია, მას რეალობაზე ადექვატური წარმოდგენა არა აქვს.

ეს არაადექვატურობა, პარანოიის და განდიდების მანიის ნიშნები გამოჩნდა მის პირველსავე წერილში, რითაც ის 2011 წლის 11 ოქტომბერს ქართულ პოლიტიკაში შემოვიდა. რეკომენდაციას გიწევთ, ის წერილი დღევანდელი თვალით გადაიკითხოთ.

არ უნდა შეგვეშალოს: ბიძინა ივანიშვილი შეიძლება გიჟი იყოს, მაგრამ ის სულელი არ არის. მისი სამყაროს ზოგადი სურათი არსებითად ბოდვითია, მაგრამ ის საკმარისად ეშმაკი და გამჭრიახია, რომ, სამყაროს ამ ხედვის ფარგლებში, თავისი კონკრეტული მიზნების მისაღწევად ეფექტიანი სტრატეგიები მოიფიქროს და დიდი მოთმინებით გაატაროს. მას ადამიანებით მანიპულაციის ბუნებრივი ნიჭი აქვს. ესეც კარგად დავინახეთ ამ თორმეტნახევარი წლის მანძილზე (2011-ის ოქტომბრიდან ვანგარიშობ).

ეს კომბინაცია მას ძალიან სახიფათო ადამიანად აქცევს. გავიმეორებ, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან შედარებით მალე აქ დავწერე: ბიძინა ივანიშვილი უნდა განვიხილოთ, როგორც განსაკუთრებით მძიმე განსაცდელი თუ გამოცდა, რაც ღმერთმა საქართველოს მოუვლინა. შეგიძლიათ ეს რელიგიურად გაიგოთ თუ სეკულარულად: რეალობა ორივე შემთხვევაში ერთია.” – წერს გია ნოდია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ

15:29 10-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved