• რეკლამა
  • კონტაქტი
03:24, სამშაბათი, 13 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გია გაბრიჭიძე: სააკაშვილს დღეს ყველაზე მეტად ის ხალხი აყენებს ზიანს, ვინც ჯერ იმით ატყუებდა უამრავი მხარდამჭერი გვყავს, სახელმწიფო ინსტიტუტები მოშლილია, შენ ოღონდ ჩამოდი და კეისრის წითელი ფეხსაცმელები უკვე შეკერილი გვაქვსო

ალია ავტორი - ალია
10:32 12-15-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება ფსიქიატრი მარინა კურატაშვილის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში ის ვერ ხედავს ფარმაკოლოგიური წამების ნიშნებს და ზოგიერთი წამლის დოზის გაზრდას თავად ითხოვდა -„არა რა, იმდენად იდიოტური აბსურდია მისი მომხრეების მხრიდან ატეხილი აჟიოტაჟი, რომ ლოგიკური დასკვნის გაკეთება, სავარაუდოდ მხოლოდ ფსიქიატრს შეუძლია“.

„პირდაპირ ჩანს, რომ სააკაშვილს დღეს ყველაზე მეტად საკუთარი გარემოცვა მტრობს. არ ვიცი, საკუთარი ამბიციების, შეხვილიფებული ფულის დაბრუნების შიშის გამო, მაგრამ სააკაშვილს დღეს ყველაზე მეტად ის ხალხი აყენებს ზიანს, ვინც ჯერ იმით ატყუებდა უამრავი მხარდამჭერი გვყავს, სახელმწიფო ინსტიტუტები მოშლილია, შენ ოღონდ ჩამოდი და კეისრის წითელი ფეხსაცმელები უკვე შეკერილი გვაქვსო. ახლა კი ათას სისულელეს იგონებენ და ყოფილი გუბერნატორის ისედაც პლინტუსს ქვემოთ დავარდნილ იმიჯს საბოლოოდ წიხლებით თელავენ. ოსური სპეცრაზმიო, რადიაციის გამომსხივებელი მანქანაო, შიგადაშიგ წვრილმანი იდიოტობები და ბოლოს ფარმაკოლოგიური წამებაო. რადგანაც „კეისრობა“ ვერ უჩალიჩეს, შეიძლება წამებულის იმიჯი უნდათ მისთვის. პრინციპში, ზოგიერთმა სასულიერო მოხელემ შეიძლება ამ იდეის განხორციელებაზე იზრუნოს. არა რა, იმდენად იდიოტური აბსურდია მისი მომხრეების მხრიდან ატეხილი აჟიოტაჟი, რომ ლოგიკური დასკვნის გაკეთება, სავარაუდოდ, მხოლოდ ფსიქიატრს შეუძლია. პოსტი სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა ჯგუფის წევრის, ფსიქიატრ მარინა კურატაშვილის ფრიად საყურადღებო ფრაზით მინდა, დავასრულო და ვისაც ეხება, ვთხოვ გაითვალისწინოს: მიხეილ სააკაშვილი რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებას მაინც და მაინც მძიმედ არ იხსენებს”, – წერს გია გაბრიჭიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved