• რეკლამა
  • კონტაქტი
03:02, ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ღვთის გულისათვის, წადი” – ისრაელის ყოფილი პრემიერი ნეთანიაჰუს

ალია ავტორი - ალია
11:37 01-23-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
232

ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ეჰუდ ბარაკი ისრაელის მოქმედ ლიდერს, ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომისკენ მოუწოდებს და თვლის, რომ ისრაელსა და ჰამასს შორის კონფლიქტიდან გამოსვლის ერთადერთი გზა არჩევნებია ისრაელში.

თუ ნეთანიაჰუ ძალაუფლებას ჩაებღაუჭება, ისრაელი “ღაზის ჭაობში ჩაიძირება და წლობით ვერ დააღწევს მას თავს”, აღნიშნა ეჰუდ ბარაკმა, რომელიც არაერთი სამხედრო ჯილდოს მფლობელია. ინფორმაციას ამის შესახებ The Telegraph ავრცელებს.

ისრაელის ყოფილი პრემიერის შეფასებით, კონფლიქტი ისრაელსა და “ჰამასს” შორის უკვე შორს წავიდა და იწურება დრო, როცა ისრაელს აქედან თავის დაღწევა ჯერ კიდევ შეუძლია. ნეთანიაჰუ კი უიმედოდ ებღაუჭება ძალაუფლებას, როცა მაშინვე უნდა გადამდგარიყო, როგორც კი ნათელი გახდა სამხედრო და სადაზვერვო წარუმატებლობების შესახებ, რაც წინ უძღოდა 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტას.

“ისრაელი გამარჯვებულად ვერ გამოაცხადებს თავს, თუ “ჰამასის” მთელ სამხედრო შესაძლებლობებსა და ლიდერებს არ გაანადგურებს. “ჰამასისთვის” კი გასამარჯვებლად მხოლოდ გადარჩენაც კმარა. მაშინაც კი, თუ ისრაელი მოკლავს სინვარს [იაჰია სინვარი, “ჰამასის” ლიდერი], “ჰამასი” მაინც გადარჩება. ერთადერთი გზა კონფლიქტიდან გამოსასვლელად დაუყოვნებლივ არჩევნების ჩატარებაა”, – ამბობს ბარაკი.

22 იანვარს ისრაელის ჯარები შეიჭრნენ ალ-ხაირის საავადმყოფოში, რომელიც ღაზის სამხრეთში მდებარეობს და სამედიცინო პერსონალი დააკავეს, მეორე საავადმყოფო კი ალყაში მოაქციეს. ამის შესახებ ინფორმაციას პალესტინის მხარე ავრცელებს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ გადაურჩა მისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრას ქნესეთში, ისრაელის პარლამენტში. კანონპროექტმა მხოლოდ 18 ხმა მიიღო. კენჭისყრის საფუძველი გახდა “ჰამასის” ხელში ჯერ კიდევ მძევლად მყოფი ისრაელელები.

მძევლების ოჯახები პარლამენტშიც შეიჭრნენ და “ჰამასისგან” მათ გამოსახსნელად მოლაპარაკებების დაწყება მოითხოვეს. თუმცა ნეთანიაჰუს ადმინისტრაციამ განმარტა, რომ “ჰამასის” მხრიდან მძევლების დაბრუნებაზე არანაირი შემოთავაზება სინამდვილეში არ არსებობს და საუბარი ამ თემაზე სპეკულაცია და ტყუილია, ისრაელის ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება The Guardian.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით საუკეთესო ბანკად დასახელდა – Euromoney
ახალი ამბები

თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით საუკეთესო ბანკად დასახელდა – Euromoney

16:48 02-25-2026
სელფი Tbilisi Open Air 2026: Winter Edition-ის ტელკო პარტნიორია
ახალი ამბები

სელფი Tbilisi Open Air 2026: Winter Edition-ის ტელკო პარტნიორია

15:42 02-25-2026
დააგროვეთ ნაბიჯები და დასაჩუქრდით Coca-Cola-ს აქციებით – თიბისისა და კოკა-კოლას კოლაბორაცია
ახალი ამბები

დააგროვეთ ნაბიჯები და დასაჩუქრდით Coca-Cola-ს აქციებით – თიბისისა და კოკა-კოლას კოლაბორაცია

14:53 02-25-2026
ლიბერთის Top|Card 2 წლისაა
ახალი ამბები

ლიბერთის Top|Card 2 წლისაა

14:38 02-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved