• რეკლამა
  • კონტაქტი
09:20, სამშაბათი, 8 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ღმერთმა არ ქნას, ვინმე ცუდად გაგვიხდეს“ – გაუწმენდავი გზების გამო, ბათუმში ჯანდაცვის სერვისის მიღების, საკვების მიწოდების პრობლემაა

ალია ავტორი - ალია
16:10 02-24-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
170

რთული ვითარებაა დასავლეთ საქართველოში-მაღალმთიან აჭარასა და გურიაში თოვლისგან გზები გაუწმენდავია. მოქალაქეები ამბობენ, რომ გაწმენდაზე ზრუნვა მაშინვე უნდა დაეწყო ხელისუფლებას, როცა დაიწყო თოვა და როცა ახლა ტექნიკის არქონას იმიზეზებენ და დიდ თოვლს აბრალებენ უგზობას, შესაბამისად, ყველა ის პრობლემა, რაც ამას მოაქვს, იქნება ეს ჯანდაცვით უზრუნველჰყოფა, საკვები და ა.შ. სწორედ მათი უპასუხისმებლობის შედეგია. საუბრობენ იმაზეც, რომ ვერ ახერხებენ სახლებიდან გასვლას, გარდაცვლილის დაკრძალვას, რომ რამდენიმე სახლი უკვე დაანგრია თოვლმა, საბედნიეროდ, მსხვერპლი არ მოჰყოლია.

გათიშულია ელექტროენერგია, ინტერნეტი. ათასობით აბონენტს არ მიეწოდება ბუნებრივი აირი. შეწყვეტილია სასწავლო პროცესი სკოლებსა და ბაღებში.

ადგილობრივები შესაბამის უწყებებს გულგრილობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მოუმზადებელი შეხვდა დიდთოვლობას.

“ყველამ იცოდა, რომ დიდთოვლობა იყო მოსალოდნელი, მაგრამ, ამის მიუხედავდ, მოუმზადებელი შეხვდა. ხომ უნდა ჩანდეს, რომ ვიღაც ცდილობს, რომ ამ პრობლემებს გაუმკლავდეს, ეს არააქტიურობა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ძალიან ბევრი სახელმწიფო მოხელე გულგრილად ეკიდება საკითხს. სამი დღის წინ ვესაუბრე საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენელს და ჩვენ ეტაპობრივად დავიწყებთ გაწმენდასო და სამი დღე თუ არ მოუწია აქაურობას გაწმენდა, როდისღა გაიწმინდება,- ამბობს ადგილობრივი.

იმის გამო, რომ გზის გაწმენდითი სამუშაოები დროულად არ მიმდინარეობს, საავადმყოფოსთან მისასვლელი გზაც კი ჩახერგილია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს ფეხით უწევთ გადაადგილება, რათა პაციენტებამდე მივიდნენ.

მუნიციპალური საავამდყოფო გაუმართავად ემსახურება მოქალაქეებს და თითქმის, ვერანაირ მომსახურებას ვერ იღებენ. ასეთ პირობებში, ღმერთმა არ ქნას, ვინმე ცუდად გაგვიხდეს“, – ამბობს  ერთ-ერთიი ადგილობრივი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა 26 თებერვლამდე შენარჩუნდება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის
ახალი ამბები

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის

13:39 07-07-2025
წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved