• რეკლამა
  • კონტაქტი
08:27, კვირა, 5 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ღირსეული პრემიერმინისტრი რას გულისხმობს? ასეთი განცხადება რელიგიის შეურაცხყოფაა” – მუსლიმთა უმაღლესი რელიგიური სამმართველოს თავმჯდომარე

ალია ავტორი - ალია
20:15 10-16-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
314
საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი რელიგიური სამმართველოს თავმჯდომარე, სეიიდ მირტაგუ ესედოვი სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძეს მიმართავს, რომელმაც გუშინაც, ისევე როგორც უკვე რამდენჯერმე, პირველი არხის ეთერში თქვა: “…იდენტობის კუთხით აქვთ უმძიმესი პრობლემები და კატასტროფული ტენდენციები. მათ შორის, ხედავთ, მიგრაციამ რა დამართა ევროპას, მათ შორის, ევროკავშირს. ბერლინში, ყველაზე ხშირად დარქმეული სახელი შარშან იყო მუჰამედი…”
“ბატონმა ირაკლი კობახიძემ ტელევიზიაში სიტყვით გამოსვლისას სახელ “მუჰამედის” (მაჰმედის) შესახებ ისაუბრა, რაც საზოგადოებაში, განსაკუთრებით ქვეყანაში მცხოვრები მუსლიმებში, მნიშვნელოვან შეშფოთებას იწვევს.
ასეთი განცხადებები არის ისლამური რელიგიისა და მილიონობით ადამიანის რწმენისა და ზნეობრივი ღირებულებების შეურაცხყოფა. კითხვები იბადება: რას გულისხმობს ღირსეული პრემიერმინისტრი ამ სიტყვებით? ის ცდილობს, შეურაცხყოფა მიაყენოს ისლამს, შექმნას სიძულვილის ატმოსფერო იმ ადამიანების მიმართ, ვინც ატარებს სახელს “მუჰამედ”, თუ წარადგინოს ეს სახელი როგორც რაღაც უარყოფითი და პრობლემური?
თუ მთავრობას აქვს რაიმე პოლიტიკური ან იდეოლოგიური დაძაბულობა ევროპის ქვეყნებთან, არასწორია ისლამური წმინდა სახელებისა და ღირებულებების ირგვლივ კონფრონტაციის ატანა. ასეთი მიდგომები უქმნის საფრთხეს საზოგადოებრივ და ეროვნულ ერთობაში, შეეხებიან მილიონობით მუსლიმის ცერემონიას, რელიგიურ გრძნობებს.
საქართველოში ცხოვრობს რამდენიმე ასი ათასი მუსლიმი და სახელები „მუჰამედ“, „ალ–ი“ და სხვა – სწორედ ისეთები არიან, რომელთაც დიდი პატივისცემით ითვლებიან. არავინ უნდა აკონტროლოს, რა სახელი დაარქვან შვილს – ეს არის მათი ბუნებრივი უფლება და პირადი არჩევანი.
ბატონო პრემიერმინისტრო, ქვეყნის წინაშე არსებული რეალური პრობლემებია ეკონომიკური სირთულეები, სოციალური უსამართლობა, რეგიონებს შორის უთანასწორობა, ახალგაზრდების მომავალში უპირობო შეშფოთებები. მთავრობამ უნდა მიმართოს ყურადღება ამ საკითხების მოგვარებაზე და არ გახადოს ადამიანთა რელიგიური და სულიერი ღირებულებები დისკუსიის ობიექტად.
„მუჰამედ“ სახელი არ არის კრიზისი – იგი სინონიმია სინათლისა, წყალობისა და მოწყალებისა. ეს სახელი განასახიერებს იმ გზას, რწმენას და ჰიდაიეთს, რომელსაც ღმერთმა კაცობრიობას უბოძა. მოვუწოდებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს – რელიგიური რწმენისა და ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ერთიანობისა და ურთიერთპატივისცემისა და გაგებისკენ.
თქვენ, პატივცემულო პრემიერმინისტრო, უნდა დაიცვათ ეს ღირებულებები და მიმართოთ თანაბარი დამოკიდებულებით სახელმწიფოს ყველა მოქალაქის მიმართ”, – წერს ესედოვი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved