• რეკლამა
  • კონტაქტი
18:01, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ღირდა აფეთქებად? პატიმრობად? ოჯახის დატერორებად? პუტინისგან, ლუკაშენკოსგან ძებნად? – ღირდა” – გივი თარგამაძე

ალია ავტორი - ალია
23:55 04-10-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,741

ყოფილი მაღალჩინოსანი, გივი თარგამაძე:

ალბათ, ღირს, სწორად წითელ პარასკევს, მაქსიმალური მწუხარების და ერთდროულად, გარდაუვალი აღდგომის მოლოდინის, ცრურწმენებითა და ტრადიციებით გაჯერებულ ამ მისტიურ, საკრალურ დღეს გითხრათ ორიოდ სიტყვა ჩემს მოქმედებებსა და მიზნებზე, რადგან კითხვები – რას აპირებ, რატომ გაქვს პაუზები, რატომ იკარგები – საკმაოდ ხშირად მესმის.
ვაპირებ, როგორც ყოველთვის ჩემი ცხოვრების მთელს მანძილზე, ყველა მონაკვეთზე, ბრძოლას. უფრო სწორად, კი არ ვაპირებ აწი, უკვე ვახორციელებ, ვიბრძვი. ისე, როგორც ვიცი და როგორც მიმაჩნია სწორად ამ ეტაპზე. შესაძლოა, ეს არ ჩანს. ან, ჩანს, მაგრამ, არასაკმარისად. ამ მონაკვეთზე, მჯერა, ასეა სწორი. მოთმინებით, ბევრი რუტინული შრომით, დისციპლინით, მეთოდურობით. ასეთ შრომას მოაქვს შედეგი. ამიტომ, ვჩნდები გამოზომილად. არ მინდა, გადაგღალოთ, თავი მოგაბეზროთ, საზოგადოებასთან ჩემს ურთიერთობაში დაინახოთ საუბარი საუბრისთვის, შეიგრძონოთ წყალი, დარჩეს სიცარიელეები. მინდა, ყველა ურთიერთობისას ხედავდეთ მის მიღმა შრომას. ემოციები და ჟინი აუცილებელია, მაგრამ, თავის დროზე. ეხლა მშვიდად შრომა უპრიანი მგონია.
მინდა, გჯეროდეთ – შესაძლებლობების ზღვარზე გავივლი. მჯერა, შესაძლებლობები ცოტა არ მაქვს და ყველა უნდა გამოვიყენო, არცერთი გამოვტოვო. ასეთი შრომა მაქსიმალურ კონცენტრირებას მოითხოვს და ამას ვახერხებ. მიხარია თქვენგან ყველა შექება, მხარდაჭერა. ეს წონასწორობას მინარჩუნებს. ყოველ დილით, სარკეში რომ ვიყურები, ერთი სიტყვა მაქვს თავში – ბრძოლა. ერთი სამშობლო მაქვს, რომელიც უზომოდ მიყვარს და რომლისგანაც ერთი ამოსუნთქვაღა დამიტოვეს. ერთი ოჯახი მყავს – დიდი და პატარა, ერთი ნინა, ორი ქალიშვილი. ამიტომ – ბრძოლა. ღირს ამად? ყოველთვის. ღირდა აფეთქებად? პატიმრობად? ოჯახის დატერორებად? პუტინისგან, ლუკაშენკოსგან ძებნად? ღირდა. ღირს მუდმივ რისკად? – ღირს. წითელი პარასკევია და დღეს ყველაზე ადვილი გასააზრებელია – ღირდა და ღირს. გავიმარჯვებთ? გარდაუვლად. ისევე, როგორც კვირას გარდაუვლად ვიზეიმებთ აღდგომას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა

14:24 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved