• რეკლამა
  • კონტაქტი
20:14, ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ღარიბაშვილს ჰკითხეთ – 2008 წელს ვის მისცა ხმა, მიშა სააკაშვილს თუ ლევან გაჩეჩილაძეს? ხომ მარტივი ტესტია, არა?“ – ლევან გოგიჩაიშვილი

ალია ავტორი - ალია
21:39 06-23-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,249

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პარლამენტის ყოფილი წევრი, პოლიტიკოსი ლევან გოგიჩაიშვილი.

– გადახედე გინდ პარლამენტს, გინდ აღმასრულებელ ხელისუფლებას, სულ „ნაცები“ არ არიან? გააკრიტიკებ და „ნაცს“ გეძახიან. ირაკლი ღარიბაშვილს ერთი კითხვა დაუსვით – 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მის მისცა ხმა, მიშა სააკაშვილს თუ ლევან გაჩეჩილაძეს? ხომ მარტივი  ტესტია? რა თქმა უნდა, სააკაშვილს მისცა ხმა, რადგან ბიძინა ივანიშვილი იყო სააკაშვილის საარჩევნო კამპანიის წევრი. მთელმა „ქართუ ბანკმა“ სააკაშვილს მისცა ხმა, რადგან ბიძინა ივანიშვილი მისკენ იყო. შეიძლება, ორმა, სამმა კაცმა არ მისცა ხმა სააკაშვილს და გაჩეჩილაძეს მისცა. ერთი ნამდვილად ვიცი, გიორგი კვირიკაშვილი არ მისცემდა ხმას მიშა სააკაშვილს, რადგან ლევან გაჩეჩილაძის მეგობარია.

– ლევან გაჩეჩილაძე და გიორგი კვირიკაშვილი მეგობრებიც არიან და პოლიტიკური თანამოაზრეებიც იყვნენ. პარტია „ახალი მემარჯვენეები“ ერთად  დააფუძნეს და ორივენი პარლამენტის  წევრები იყვნენ „ახალი მემარჯვენეების“ ფრაქციიდან.

– კი, ეგრე იყო, ეგეც მნიშვნელოვანი არგუმენტია, მაგრამ მთავარი მაინც მათი მრავალწლიანი მეგობრობაა. ის პოლიტიკური პარტნიორობაც ამ მეგობრობის საფუძველზე წარმოიშვა. მოკლედ, დღეს რომ ლაპარაკობ, ვიღაც ომის დროს სადღაც გაიქცა, ვიღაცამ ადრე რაღაც დააშავა, შენი წილი პასუხისმგებლობაც აიღე და თქვი, რომ მეც მივიღე მონაწილეობა 2008  წელს იმაში, რომ სააკაშვილი მეორე ვადით გამხდარიყო პრეზიდენტიო.

– ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას გაუგონარი ტყუილები ილაპარაკა, ვითომ ეკონომიკურ და  სხვა სფეროებში ნატო-ს და ევროკავშირის ქვეყნებს ვუსწრებთ, მათ შორის  მართლმსაჯულებისა და სასამართლოს თავისუფლების ინდექსით. რაში სჭირდება ამ სისულელების ლაპარაკი? თავადაც ხომ იცის, რომ  ნორმალურს არავის არ სჯერა?

– წამიერი ტაში რომ მოსტაცოს აუდიტორიას, მერე რომ თქვან, რომ რა მაგარი გამოსვლა ჰქონდა პრემიერ-მინისტრს. მარტო ეგ ტყულები არ იყო პრემიერის გამოსვლისას საყურადღებო. რა ლექსიკით ლაპარაკობდა… არ შეიძლება ასეთი ვულგარული ენით ისაუბრო. მე უფრო მეტის თქმაც შემიძლია, მაგრამ ეს არ არის პრემიერ-მინისტრის ენა. მას რომ არ აქვს ბრძოლის გამოცდილება, მთელი ცხოვრება და „ნაცების“ რესპესიების დროსაც რომ იყო ჩირგვში, მესმის, რომ 12 წლის თავზე შეიძლება ვიღასაც გაეჭიმო, ჩათვალო, რომ ეს  ძალიან მაგარია. ჩემზე ეფექტი არ მოუხდენია. უბრალოდ რაღაცა ტუტუცი, უზრდელი კაცის შთაბეჭდილება შეიძლება დატოვოს. ეს უზრდელი კაცი, როგორც არ უნდა ვიტრიალოთ, ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრია. არ არის ეს კარგი ამბავი. სხვა ენითაც შეიძლება საუბარი. ქალებთან მებრძოლი პრემიერი გამოვიდა. ყველა ქალს შეეხო, ხომ? რაღაც ეთიკა ხომ არსებობს? პრემიერ-მინისტრი ხარ და ყველა ქალზე რაღაც უზრდელურს ამბობ. ზოგზე გიჟიაო, ზოგზე დამაწყნარებელი მოუტანეთო… ვინ ვინ არის, ჩვენც ვიცით. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ვულგარული გამოსვლა იყო. ამდენს რომ ლაპარაკობ, საკუთარ თავსაც მოჰკიხე, 2008 წელს  ვის მიეცი ხმა,  სად იყავი და რატომ არ იღებდი ხმას, როდესაც „ნაცებმა“ ჯოჯოხეთი დაატრიალეს ქვეყანაში.

– კეზერაშვილზე და ვიღაცებზე რომ ლაპარაკობს, ისინი არიან ოლიგარქები და დასაჭერები არიანო, მე ვიყავი  ამ ქვეყნის მთავარი პროკურორი და თქვენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და არ დავიჭირეთ?

– აბა, ერთი მოიკითხეთ, სისხლის სამართლის რომელი სასამართლო დავა წააგო კეზერაშვილმა. არც ერთი და ამით  მორჩა თემა, რა.

თეგები: ლევან გოგიჩაიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved