• რეკლამა
  • კონტაქტი
16:09, ხუთშაბათი, 9 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ღარიბაშვილის საახალწლო ბარათები დაგზავნილი ჰქონდა, როდესაც შევიდნენ და უთხრეს… – რას ჰყვება ხათუნა გოგორიშვილი?

ალია ავტორი - ალია
18:23 01-11-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
112

როგორც გოგორიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რეალურად ბიძინა ივანიშვილი არსად წავა, სანამ მას ქართველი ხალხი არ გაუშვებს:

„ბიძინა ივანიშვილი 2-ჯერ წავა თუ 90-ჯერ, არაფერი შეიცვლება, სანამ ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ იქნება, რადგან მისი არც პრემიერ-მინისტრობა, არც პარტიის თავმჯდომარეობა, ყოფნა ან არყოფნა, არ ცვლის სიტუაციას, ბოლო უკვე მეცხრე წელია. იმდენი იძახეს 9 წელი, ჩვენც შეგვიძლია 9 წელი ვაძახოთ.

ფორმალურად არაფერი იცვლება. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ პრემიერმა გახარიამ გადაწყვიტოს, რომელიმე მინისტრის თანამდებობიდან გაშვება და მის მაგივრად სხვის მოყვანა და ეს საკითხი ბიძინა ივანიშვილს არ შეუთანხმოს? გაბედავს ამას? ზუსტად ვიცი, რომ ამ 8 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა მარიონეტების კარგად, მწყობრად მოქმედი გუნდი. მაგის მეტი რა მინახავს პარლამენტში, რას დავკვირვებივარ, თუ არა მათ ქცევას. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ არათუ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ ბიძინა ივანიშვილის გარეშე, გამარჯობას არ ეტყვიან ადამიანს. როგორ უნდა მიესალმონ ადამიანს, გაღიმებული, საერთოდ მიესალმონ თუ არა – ამასაც ისე აკეთებენ, როგორც ბიძინას გაუხარდება და მოეწონება. მთავრობაში არც გახარია მიიღებს ბიძინას გარეშე გადაწყვეტილებას არაფერთან დაკავშირებით.

წარმოგიდგენიათ, რომ გიორგი რურუას რაღაც ახლადაღმოჩენილ გარემოებებთან დაკავშირებით იყოს სასამართლო პროცესი გასამართი, გადაწყვეტილება იყოს მისაღები – გირაოთი გამოუშვან თუ საერთოდ, უდანაშაულოდ ცნონ და მურუსიძის სასამართლომ ეს ბიძინასთან შეთანხმების გარეშე გააკეთოს და ივანიშვილს არ ჰკითხოს – გვაძლევ თუ არა ამის უფლებას? პარლამენტში არჩილ თალაკვაძე შეძლებს რომელიმე კომიტეტის თავმჯდომარე გადააყენოს და სხვა აირჩიოს ან ვიცე-სპიკერი. ან კანონი მიიღოს რომელიმე ისე, რომ ბიძინას არ შეუთანხმოს?

ეს არის უპასუხისმგებლობის მწვერვალი და ასევე, ხალხისადმი დამოკიდებულების და მათი აბუჩად აგდების მწვერვალი. ამით არაფერი იცვლება, გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ეს კაცი არის მატყუარა და გადამდგები. ჩვენ და ეჭვი მაქვს, „ქართული ოცნების“ წევრებიც ამას ფიქრობენ, რომ ამ კაცის სიტყვას, მის დაპირებას, არანაირი ფასი არ აქვს. ამას, რა თქმა უნდა, ხმამაღლა არ იტყვიან, მაგრამ ამაში თვითონაც დარწმუნებული არიან. დღევანდელი ეს საქციელი იყო მესიჯი იმ ადამიანებისადმი, რომელთაც 2020 წლის 31 ოქტომბერს კიდევ ერთხელ მას დაუჯერეს, გამოუცხადეს ნდობა და მივიდნენ არჩევნებზე. ამ ვითომ გადადგომით ბიძინა ივანიშვილმა ამ ადამიანებს უთხრა – კიდევ ერთხელ მოგატყუეთ, კიდევ ერთხელ დაგტოვეთ გაღიმებული.

ირაკლი ღარიბაშვილი რომ პრემიერ-მინისტრი იყო, საახალწლო ბარათები ნახევარ საქართველოს დაგზავნილი ჰქონდა, როდესაც შევიდნენ და უთხრეს, რომ ჩაალაგე ჩემოდანი და წადი აქედან, აღარ ხარ პრემიერ-მინისტრიო. როგორც კი ოდნავ ვიღაც დაიჯერებს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი არ ერევა და ექნება ილუზია, გაიზიარებს იმ ბედს, რა ბედიც ეწია გიორგი კვირიკაშვილს, იმიტომ, რომ კვირიკაშილმა რაღაც მომენტში მოინდომა მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება და სწორედ იმით დამთავრდა, რითიც დამთავრდა. ესაა ნათელი მაგალითი, როგორ ექცევა ივანიშვილი თავის თანაგუნდელებს, რომლებიც ბედავენ და მასთან შეუთანხმებლად ელემენტარულ გადაწყვეტიელბას იღებენ. ეს არის მისი ბუნება, ფსიქოლოგია, ჩათვალა რომ ამ ქვეყნის ბატონ-პატრონია – ცაც მისია, ზღვაც, ჰაერიც, ტყეც, ხეებიც მისია და როგორ შეიძლება ვინმემ გაუბედოს სხვანაირად მოქცევა? რა მნიშვნელობა აქვს, წინ რა თანამდებობა უწერია“

თეგები: ბიძინა ივანიშვილიირაკლი ღარიბაშვილიხათუნა გოგორიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved